"ვიცოდი, ადრე თუ გვიან ჩემი ბედნიერება დასრულდებოდა..."
საკმაოდ თვითდაჯერებული, გაწონასწორებული და მტკიცე ადამიანი ვარ. რამდენიმე წლის წინ საკუთარი ბინა შევიძინე და მარტო გადავედი საცხოვრებლად. მყუდრო ბინაა და თავს კომფორტულად ვგრძნობ.
30-ს გადავაბიჯე, მაგრამ გათხოვილი არ ვყოფილვარ. ერთი მამაკაცი მიყვარდა უზომოდ, 5 წელი ერთად ვიყავით, მაგრამ როგორც ოჯახი, ვერ შევდექით. ვიცოდი, ადრე თუ გვიან ჩემი ბედნიერება დასრულდებოდა და ასეც მოხდა. მას შემდეგ 6 წელი გავიდა...
ერთ საღამოს კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ასე, ორმოციოდე წლის მამაკაცი იდგა კართან. თითქოს მეცნო... - თუ შეიძლება, შემოვალ, თქვენს ქვემოთ ვცხოვრობ, გასაღები არ მაქვს და შინ ვერ შევდივარ, სანამ ჩემები დაბრუნდებიან, თქვენთან ვიქნები, გარეთ ძალიან წვიმსო... რასაკვირველია, შინ შევიპატიჟე და ყავაც შევთავაზე. თავდაპირველად უხმოდ იჯდა, მერე ალაპარაკდა... გაგრძელება