"უშვილო ხარ და "ბერწი" რძალი არ გვჭირდებაო"
07-04-2018
"უშვილო ხარ და "ბერწი" რძალი არ გვჭირდებაო"
სოფელში დავიბადე და გავიზარდე და ცოლადაც ერთ სოფლელ ბიჭს გავყევი. ადრე გავთხოვდი, 15 წლის. შვილი არ შემეძინა...

რის გამოც 20 წლის გოგო ოჯახმა დამითხოვა - უშვილო ხარ და "ბერწი" რძალი არ გვჭირდებაო. არადა, ექიმთანაც კი არ მიმიყვანეს, იქნებ მე კი არა, სულაც მათი შვილი იყო "ბერწი" და უშვილო? მოკლედ, დავბრუნდი ჩემს მშობლებთან და შევუდექი ყანაში მუშაობას.

მატერიალურად საკმაოდ გვიჭირდა, რის გამოც საკუთარ თავს ყურადღებას ვერ ვაქცევდი. ჩვენს მეზობლად ქალაქიდან ერთი
გოგო ჩამოდიოდა ხოლმე დასასვენებლად და ის მეუბნებოდა, - პირის დაბანა 2 ხელით რომ გესწავლა და ნორმალური ტანისამოსი ჩაგეცვა, ქალი ვერ გაჯობებდა, ისეთი ტან-ფეხი და სახე გაქვსო. ფეხის ქუსლები დახეთქილი მქონდა ყანაში ფეხშიშველი სიარულით; ხელებზეც სულ "მაზოლები" მქონდა, ფრჩხილები - მოუვლელი. არა, ის კი არ იფიქროთ,
რომ ბინძური და დაუბანელი ვიყავი. უბრალოდ, საქმისგან ისე ვიყავი გადაღლილი, მხოლოდ დაბანას ვახერხებდი, თავის მოვლას კი - ვერა. ჩემი ძმა და რძალი თბილისში ცხოვრობდნენ (გაუმართლა ჩემს ძმას და ბინით უზრუნველყოფილი გოგო მოიყვანა ცოლად). მატერიალურად ცოტა გაუჭირდათ და საზღვარგარეთ გადაწყვიტეს წასვლა. მე მთხოვეს, მათ სახლში გადავსულიყავი საცხოვრებლად და ყურადღება მიმექცია. შემპირდნენ, რომ ფულს უცხოეთიდან გამომიგზავნიდნენ და არაფერს გამიჭირვებდნენ. დავთანხმდი და რა დასამალია, სიხარულით გადავედი თბილისში საცხოვრებლად. ნელ-ნელა ფორმაში ჩავდექი. გაგრძელება
ალეკო
12 აპრილი 2018 15:05
ნუ თხზავთ ზღაპრებს. სად ნახეთ ის გოგო და ვის მოუყვა თავის ამბავს?

რედაქტორის რჩევით