"მერჩივნა, უცოლოდ დავრჩენილიყავი, ვიდრე შვილიანი ქალი მომეყვანა ცოლად"
10-04-2018
"მერჩივნა, უცოლოდ დავრჩენილიყავი, ვიდრე შვილიანი ქალი მომეყვანა ცოლად"
37 წლის მამაკაცი ვარ და დღემდე ვერ ვაპატიე თავს, რომ მანანას სიყვარული არ ავუხსენი. მანანა ვინაა? ვინაა და ჩემი ყოფილი შეყვარებული. როდის მიყვარდა? არა, ბავშვობაში არა, სულ რამდენიმე წლის წინ. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ საყვარლები ვიყავით მთელი 5 წელი.

ის ქმარს გაცილებული იყო და შვილიც ჰყავდა. მშვენივრად ავაწყვეთ ურთიერთობა. მიყვარდა კიდეც, მაგრამ მამაკაცის ბუნება ხომ იცით... სულ იმას ვფიქრობდი - ამან რომ გაიგოს, როგორ მიყვარს, მერე პრეტენზიები გაუჩნდება, მოსვენებას დავკარგავ,
ტვინს შემიჭამს, ამიტომ ჯობია, არ გავართულო საქმე-მეთქი. თავს მშვენივრად ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი, რომ მას ძალიან ვუყვარდი და ჩემი ერთგულიც იყო. მარტო ვცხოვრობ. თუ მას საშუალება ჰქონდა, 2-3 დღეც კი რჩებოდა ჩემთან და როცა მიდიოდა, გული მწყდებოდა, მაგრამ არც ამას ვეუბნებოდი ხმამაღლა. თავი ისე მეჭირა, თითქოს
სულ ერთი იყო. იმასაც ვგრძნოდი, რომ ამის გამო გული სწყდებოდა. ხშირად წამოიწყებდა ლაპარაკს ისეთ თემაზე, რაც მიმანიშნებდა, რომ სწორად ვიქცეოდი. ანუ მეკითხებოდა - მიყვარდა თუ არა, მენატრებოდა თუ არა, მის გარეშე გაძლება მიჭირდა თუ არა?.. მე "სასხვათაშორისო" პასუხებს ვცემდი და საუბარი სხვა თემაზე გადამქონდა. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით