"რა ვქნა, თუ მართლა გადამრია ჩემმა ცხვირმოუხოცავმა რძალმა?!"
11-04-2018
"რა ვქნა, თუ მართლა გადამრია ჩემმა ცხვირმოუხოცავმა რძალმა?!"
შეიძლება ამ წერილის გამო გამკიცხოთ და მითხრათ, - ამხელა ქალი რამ გადაგრიაო? მაგრამ რა ვქნა, თუ მართლა გადამრია ჩემმა ცხვირმოუხოცავმა რძალმა?!

16 წლის იყო, ოჯახში რომ შემოვიდა. ჩემი შვილი მასზე 3 წლით უფროსია. არ მინდოდა, ოჯახი ამ ასაკში შეექმნათ, მაგრამ გაჯიუტებული შვილი ვერაფრით დავაოკე. როგორც იქნა, შევეგუე იმ ამბავს, რომ ოჯახში კიდევ ერთი შვილი უნდა შემომსვლოდა და პატარძალი მთელი ზარზეიმით მივიღე...

შევეგუე იმ ამბავს, რომ კერძების მომზადება არ იცოდა; რომ
ვერ ხვდებოდა, როდის რა უნდა გაეკეთებინა. ქმრის ტანისამოსის გარეცხვა კი არა, თავის ტანსაცმელსაც არ რეცხავდა. ვიფიქრე, დრო გავა და ყველაფერს ისწავლის-მეთქი, მაგრამ ახლა ისე გათავხედდა, რომ აბუჩადაც კი მიგდებს; ისე მექცევა, თითქოს მისი მოსამსახურე ვიყო. რა ვქნა, ჯერჯერობით შვილის ხათრით, ამ ყველაფერს ვიტან, მაგრამ არ
ვიცი, ნერვები როდის მიმტყუნებს. მეშინია, ჩვენ შორის უკმაყოფილება არ მოხდეს. არ მინდა, შვილი დავაყენო არჩევანის წინაშე - ან ცოლი, ან მშობლები, მაგრამ ვგრძნობ, მალე დადგება ის დღე, როცა ამის გაკეთება მომიწევს. იმისიც მეშინია, რომ დათუნა არჩევანს მეუღლეზე გააკეთებს და ერთადერთ შვილს დავკარგავ... გაგრძელება
იზა
17 მარტი 2020 00:41
არ გეგონოთ საუბრით მიაღწიოთ რაიმეს.ახლანდელი თაობა სხვა არის.არ უყვართ არც დედამთილი არც მული.ცდილობენ დედასა და შვილს შორის ჩადგნენ.ემსახურები და ფიქრობენ რომ ეს ასე უნდა იყოს.მიდიან ცალკე და მერე ქმრებსაც წყინდება მათი საქციელი და ინგრევა ოჯახი.ქმრებსაც ვერ ინარჩუნებენ.
მარიამი
18 მარტი 2019 10:48
ისეთი რჩევა მოგცათ ქალბატონმა მარინამ ვერაფერს დავამატებ.გაითვალისწინეთ ის და მომავალში მადლობელი დარჩებით.
m.k
18 მარტი 2019 08:58
აიტანე მაშინ ცხვირმოუწმენდარი რძალი .საერთოდ დაისვი შვილი და აუხსენი მდგომარეობა

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?