"მშობლები სწავლის ქირას ვერ მიხდიდნენ და გავთხოვდი..." - კვირის პალიტრა

"მშობლები სწავლის ქირას ვერ მიხდიდნენ და გავთხოვდი..."

პირად ცხოვრებაში პრობლემები მაქვს და ძალიან მაინტერესებს, ჩემს ადგილას თქვენ როგორ მოიქცეოდით, ოღონდ გთხოვთ, არ დამცინოთ...

საქმე ის არის, რომ ოჯახი უსიყვარულოდ, მაშვლობით შევქმენი. იმის გამო, რომ ჩემს მშობლებს მატერიალურად უჭირდათ და იმიტომაც, რომ კარგად ვსწავლობდი, მაგრამ სწავლის ქირას ვერ მიხდიდნენ, გადავწყვიტე, გავთხოვილიყავი. აქვე გეტყვით, რომ სახლიც არ მქონდა ნორმალური და მამის სახელითაც ვერ ვამაყობდი.

ერთხელ, როცა დეიდას ვესტუმრე, მითხრა: კარგი ბიჭი მყავს შენთვის შერჩეული და უნდა გაგაცნოო. მისით მეც დავინტერესდი და ვითომ, რაღაც წიგნი გვინდოდა, მის ოჯახში მივედით. მასთან მისულს, თვალიერება დამიწყეს, ანკეტა შემავსებინეს და მეც, ყველა დასმულ კითხვას ალალ-მართალ პასუხს ვცემდი. ისიც ვთქვი, - სწავლა აუცილებლად უნდა გავაგრძელო-მეთქი. ცნობისათვის, ფარმაცევტულზე ვსწავლობდი და უკვე მესამე კურსზე ვიყავი; ისიც ვაღიარე, რომ ღარიბი ოჯახის შვილი გახლდით, რომ ჩემს მშობლებს მატერიალურად უჭირდათ. მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა ვიყავი და დედაჩემი წელზე ფეხს იდგამდა, რათა ჩემთვის არაფერი მოეკლო, მაინც ბევრი რამ მაკლდა... გაგრძელება