რძალ­დე­დამ­თი­ლი­ა­ნი - ღა­ლა­ტი სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დის მიზ­ნით
13-04-2018
რძალ­დე­დამ­თი­ლი­ა­ნი - ღა­ლა­ტი სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დის მიზ­ნით
ერ­თი ახ­ლობ­ლის ამ­ბავს მოვ­ყვე­ბი. მარ­თა­ლია, მის­გან ნე­ბარ­თვა არ ამი­ღია, მაგ­რამ სა­ხე­ლებ­საც შევ­ცვლი და შე­ვეც­დე­ბი, ვე­რა­ვინ ამო­იც­ნოს. ნი­ნო საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ ასაკ­ში გათხოვ­და.

უკ­ვე აღარც კი ჰქონ­და იმე­დი, რომ ოჯახს შექ­მნი­და და შვი­ლებს ეღირ­სე­ბო­და. თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იყო, შემ­დეგ კი დე­დამ­თი­ლი ჩა­მო­უ­ვი­და სა­ბერ­ძნე­თი­დან და სი­ტუ­ა­ცია აი­რია. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა თა­ვი­დან­ვე არ გა­მო­ხა­ტავ­და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას შვი­ლის არ­ჩე­ვა­ნის გა­მო, მაგ­რამ შო­რი­დან ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბას მა­ინც ერი­დე­ბო­და.

რო­დე­საც ჩა­მო­ვი­და, ბი­ნა იყი­და და მო­აწ­ყო... ამის მე­რე, რო­გორც
იტ­ყვი­ან, თავ­ში აუ­ვარ­და. ნი­ნოს ამად­ლი­და, რომ მის ნა­ყიდ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და, ყვე­ლა­ფე­რი მზამ­ზა­რე­უ­ლი (ამ სიტ­ყვის ხმა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და) ჰქონ­და და ხე­ლის გან­ძრე­ვა არ სჭირ­დე­ბო­და. არა­და, ნი­ნო არ მუ­შა­ობ­და, სულ შინ იყო, ბავშვს ზრდი­და, სახლს აწ­კრი­ა­ლებ­და, ერ­თი სიტ­ყვით, ისე იქ­ცე­ო­და, რო­გორც ნამ­დვილ ოჯა­ხის ქალს შე­ე­ფე­რე­ბა. დე­დამ­თილ­მა კი
ბიზ­ნე­სი წა­მო­იწ­ყო და მთე­ლი დღე გა­რეთ იყო გა­სუ­ლი. შინ დაბ­რუ­ნე­ბულს ყვე­ლა­ფე­რი მზამ­ზა­რე­უ­ლი ხვდე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც უმა­დუ­რი იყო. სულ შე­ნიშ­ვნებს აძ­ლევ­და რძალს და ბუზ­ღუ­ნით იკ­ლებ­და. ხში­რად კა­მა­თობ­და რძალ-დე­დამ­თი­ლი... ქმა­რი? ამ დროს ქმა­რი იჯ­და და ხმას არ იღებ­და. არც დე­დას აწ­ყე­ნი­ნებ­და და არც ცოლს (თვი­თონ ასე ფიქ­რობ­და). გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები