რძალ­დე­დამ­თი­ლი­ა­ნი - ღა­ლა­ტი სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დის მიზ­ნით - კვირის პალიტრა

რძალ­დე­დამ­თი­ლი­ა­ნი - ღა­ლა­ტი სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დის მიზ­ნით

ერთი ახლობლის ამბავს მოვყვები. მართალია, მისგან ნებართვა არ ამიღია, მაგრამ სახელებსაც შევცვლი და შევეცდები, ვერავინ ამოიცნოს. ნინო საკმაოდ სოლიდურ ასაკში გათხოვდა.

უკვე აღარც კი ჰქონდა იმედი, რომ ოჯახს შექმნიდა და შვილებს ეღირსებოდა. თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად იყო, შემდეგ კი დედამთილი ჩამოუვიდა საბერძნეთიდან და სიტუაცია აირია. ქალბატონი მარინა თავიდანვე არ გამოხატავდა აღფრთოვანებას შვილის არჩევანის გამო, მაგრამ შორიდან ნეგატიური აზრის დაფიქსირებას მაინც ერიდებოდა.

როდესაც ჩამოვიდა, ბინა იყიდა და მოაწყო... ამის მერე, როგორც იტყვიან, თავში აუვარდა. ნინოს ამადლიდა, რომ მის ნაყიდ ბინაში ცხოვრობდა, ყველაფერი მზამზარეული (ამ სიტყვის ხმარება განსაკუთრებით უყვარდა) ჰქონდა და ხელის განძრევა არ სჭირდებოდა. არადა, ნინო არ მუშაობდა, სულ შინ იყო, ბავშვს ზრდიდა, სახლს აწკრიალებდა, ერთი სიტყვით, ისე იქცეოდა, როგორც ნამდვილ ოჯახის ქალს შეეფერება. დედამთილმა კი ბიზნესი წამოიწყო და მთელი დღე გარეთ იყო გასული. შინ დაბრუნებულს ყველაფერი მზამზარეული ხვდებოდა, მაგრამ მაინც უმადური იყო. სულ შენიშვნებს აძლევდა რძალს და ბუზღუნით იკლებდა. ხშირად კამათობდა რძალ-დედამთილი... ქმარი? ამ დროს ქმარი იჯდა და ხმას არ იღებდა. არც დედას აწყენინებდა და არც ცოლს (თვითონ ასე ფიქრობდა). გაგრძელება