პაემანი საიქიოში - კვირის პალიტრა

პაემანი საიქიოში

21 წლის ვიყავი, როცა ილია შემიყვარდა. არა მგონია, ვინმეს ისე ჰყვარებოდეს ერთმანეთი, როგორც - ჩვენ. ყველა, ვინც გვიცნობდა, დარწმუნებული იყო, რომ ვერაფერი დაგვაშორებდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემმა თანამშრომელმა, 32 წლის კაცმა მომიტაცა.

ბევრი ვეცადე, ჩემი სიწმინდე გადამერჩინა, მაგრამ ჩემზე ღონიერ ადამიანს ვერ გავუმკლავდი. იცოდა - თუ ჩემს დამორჩილებას ვერ მოახერხებდა, მასთან არ დავრჩებოდი. სწორედ ამიტომ, ძალა იხმარა და დამისაკუთრა. 2 კვირა ისეთ ადგილას გადამმალა, ეშმაკიც ვერ მომაგნებდა. შემდეგ ჩემს მშობლებს შეატყობინეს ჩემი ადგილსამყოფელი და სანახავად მოსულებს, შინ გავყევი. იმ დღესვე მოვიდა ილია, მემუდარებოდა, - ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა მოხდა, ცოლად გამომყევიო. ვტიროდი, საშინელ დღეში ვიყავი, მაგრამ მაინც უარი ვუთხარი და 1 კვირაში მოძალადეს გავყევი ცოლად. ამაში დიდი როლი ჩემმა მშობლებმა და მომავალმა ქმარმა ითამაშეს, რა თქმა უნდა.

ვერ ვიტყვი, რომ გიორგი ცუდი ქმარი იყო, მაგრამ ჩემი თანაგრძნობა ვერ მოიპოვა. თუმცა ჩემს მოვალეობას ქმრისა და შვილების წინაშე პირნათლად ვიხდიდი. ჩემი გათხოვების შემდეგ ილია რუსეთში წავიდა და კარგა ხანს, მის შესახებ არაფერი შემიტყვია. ვიცოდი, რომ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩამოდიოდა და უკან ბრუნდებოდა.

ერთმანეთს თბილისში, 15 წლის შემდეგ შევხვდით. ვერ აღგიწერთ, რა დღეში ჩავცვივდით. ჩემი 13 წლის გოგონა მახლდა თან და ბავშვი გაოცებული გვიყურებდა - ვერ გაეგო, რატომ ვტიროდით ორივე ასე გულამოსკვნილები. ჩემი ტელეფონის ნომერი მივეცი და ხანდახან დამირეკე-მეთქი, - ვუთხარი. მართლაც, იშვიათად რეკავდა. გავიგე, რომ მშობლები აღარ ჰყავდა და თვითონ ძველ მისამართზე, მარტო ცხოვრობდა. ძმა აფხაზეთში იბრძოდა და იქიდან ინვალიდი დაბრუნებულა, მაგრამ ცალკე ცხოვრობდა... გაგრძელება