პაემანი საიქიოში
16-04-2018
პაემანი საიქიოში
21 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა ილია შე­მიყ­ვარ­და. არა მგო­ნია, ვინ­მეს ისე ჰყვა­რე­ბო­დეს ერ­თმა­ნე­თი, რო­გორც - ჩვენ. ყვე­ლა, ვინც გვიც­ნობ­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ვე­რა­ფე­რი დაგ­ვა­შო­რებ­და, მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ ჩემ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, 32 წლის კაც­მა მო­მი­ტა­ცა.

ბევ­რი ვე­ცა­დე, ჩე­მი სიწ­მინ­დე გა­და­მერ­ჩი­ნა, მაგ­რამ ჩემ­ზე ღო­ნი­ერ ადა­მი­ანს ვერ გა­ვუმ­კლავ­დი. იცო­და - თუ ჩემს და­მორ­ჩი­ლე­ბას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და, მას­თან არ დავ­რჩე­ბო­დი. სწო­რედ ამი­ტომ, ძა­ლა იხ­მა­რა და და­მი­სა­კუთ­რა. 2 კვი­რა ისეთ ად­გი­ლას გა­დამ­მა­ლა, ეშ­მა­კიც ვერ მო­მაგ­ნებ­და. შემ­დეგ ჩემს
მშობ­ლებს შე­ატ­ყო­ბი­ნეს ჩე­მი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და სა­ნა­ხა­ვად მო­სუ­ლებს, შინ გავ­ყე­ვი. იმ დღეს­ვე მო­ვი­და ილია, მე­მუ­და­რე­ბო­და, - ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რა მოხ­და, ცო­ლად გა­მომ­ყე­ვიო. ვტი­რო­დი, სა­ში­ნელ დღე­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც უა­რი ვუთ­ხა­რი და 1 კვი­რა­ში მო­ძა­ლა­დეს გავ­ყე­ვი ცო­ლად. ამა­ში დი­დი რო­ლი ჩემ­მა მშობ­ლებ­მა და მო­მა­ვალ­მა ქმარ­მა
ითა­მა­შეს, რა თქმა უნ­და.

ვერ ვიტ­ყვი, რომ გი­ორ­გი ცუ­დი ქმა­რი იყო, მაგ­რამ ჩე­მი თა­ნაგ­რძნო­ბა ვერ მო­ი­პო­ვა. თუმ­ცა ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას ქმრი­სა და შვი­ლე­ბის წი­ნა­შე პირ­ნათ­ლად ვიხ­დი­დი. ჩე­მი გათ­ხო­ვე­ბის შემ­დეგ ილია რუ­სეთ­ში წა­ვი­და და კარ­გა ხანს, მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი შე­მიტ­ყვია. ვი­ცო­დი, რომ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ან ორ­ჯერ ჩა­მო­დი­ო­და და უკან ბრუნ­დე­ბო­და.

ერ­თმა­ნეთს თბი­ლის­ში, 15 წლის შემ­დეგ შევ­ხვდით. ვერ აღ­გი­წერთ, რა დღე­ში ჩავ­ცვივ­დით. ჩე­მი 13 წლის გო­გო­ნა მახ­ლდა თან და ბავ­შვი გა­ო­ცე­ბუ­ლი გვი­ყუ­რებ­და - ვერ გა­ე­გო, რა­ტომ ვტი­რო­დით ორი­ვე ასე გუ­ლა­მოს­კვნი­ლე­ბი. ჩე­მი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მი­ვე­ცი და ხან­და­ხან და­მი­რე­კე-მეთ­ქი, - ვუთ­ხა­რი. მარ­თლაც, იშ­ვი­ა­თად რე­კავ­და. გა­ვი­გე, რომ მშობ­ლე­ბი აღარ ჰყავ­და და თვი­თონ ძველ მი­სა­მარ­თზე, მარ­ტო ცხოვ­რობ­და. ძმა აფ­ხა­ზეთ­ში იბ­რძო­და და იქი­დან ინ­ვა­ლი­დი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, მაგ­რამ ცალ­კე ცხოვ­რობ­და... გაგრძელება

რედაქტორის რჩევით