"მიუხედავად იმისა, რომ ვუღალატე, მან ყველაფერი მაპატია"
17-04-2018
"მიუხედავად იმისა, რომ ვუღალატე, მან ყველაფერი მაპატია"
59 წლის ვხდები. შეიძლება თქვათ, ამ ხნის კაცი რამ გააგიჟაო, მაგრამ არ დაიტია გულმა... მეორეც - იქნებ სხვებისთვის სამაგალითო გახდეს ჩემი ცხოვრება. არა ვარ უჭკუო კაცი...

უმაღლესი განათლებით გახლავართ და საკმაოდ მაღალ თანამდებობებზეც მიმუშავია. 46 წლის წინ, 18 ივნისს, ერთი ლამაზი, პატარა და კაფანდარა გოგო შემიყვარდა, იმერეთის ერთ პატარა სოფელში (ეს სოფელი ჩემი დედულეთია, მე თბილისელი ვარ). ვიღაცას შეიძლება, წარმოუდგენლად მიაჩნდეს, მაგრამ მთელი ცხოვრება და დღესაც, ისევ ის მიყვარს.

5
წლის შეყვარებულობის შემდეგ, დიდი სისულელე და სიბრიყვე ჩავიდინე. თავის მართლებას არ ვაპირებ, მაგრამ ბოროტმა ხალხმაც მიიღო მონაწილეობა - ცოლად მოვიყვანე ის, ვინც არ მიყვარდა, მიზეზთა და მიზეზთა გამო. ის ჩემი ცოდვით სავსე, 10 წელი მელოდა და ბოლოს გათხოვდა. ვერ მივედი, რადგ
ან მისასვლელი პირი არ მქონდა. ან რით უნდა მემართლებინა თავი? მეგონა, დავივიწყებდი და ისიც დამივიწყებდა. ტყუილი აღმოჩნდა! ასე ცალ-ცალკე, ერთმანეთის გარეშე ვიცხოვრეთ. ახლა მეც შვილები და შვილიშვილები მყავს და - მასაც. ისე მოხდა, რომ ცხოვრებამ კვლავ შეგვახვედრა ერთმანეთს. ის დაქვრივდა... მე მივხვდი, რომ უსიყვარულოდ ცხოვრება არარაობაა და გავეყარე ცოლს. გაგრძელება
???
18 აპრილი 2018 00:14
ძალიან რთულია უსიყვარულოდ ცხოვრება .ასაკში უფრო გემატება სინანულის გრძნობა და წარსული გახსენდება . გითანაგრძნობ მაგრამ თქვენმა მეუღლემ ალბათ რაღაც დაგაკლოთ რომ თქვენი სიყვარული ვერ დაიმსახურა .როცა უსიყვარულოდ ირთავ ცოლს ის ანუ სიყვარული დროთა განმავლობაში მოდის და ვერავიში ვეღარ გაცვლი გავიწყებს იმ პირველს .თქვენმა მეუღლემ ეს ვერ შეძლო და ამიტომ შეელიეთ ადვილად.

რედაქტორის რჩევით