"ეტყობა, ბედი არ მაქვს და იმიტომაც ვერ ვქმნი ოჯახს"
18-04-2018
"ეტყობა, ბედი არ მაქვს და იმიტომაც ვერ ვქმნი ოჯახს"
გამარჯობა. ალბათ ჩემი ასაკის ადამიანები არ გწერენ მესიჯებს "გზავნილებში", მაგრამ მე დავარღვევ წესს და მოგწერთ ჩემს ამბავს. 34 წლის, უცოლო. საკმაოდ სიმპათიური ვარ და არც ღარიბი მეთქმის, მაგრამ ეტყობა, ბედი არ მაქვს და იმიტომაც ვერ ვქმნი ოჯახს. ეს იქით იყოს და, ჩემი მდგომარეობის მამაკაცი დროს ტარებასა და ქალებზე ბევრ ფულსაც ხარჯავს და დროსაც. არც მე ვიკლებ გართობას. რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტში ერთი საინტერესო ქალბატონი გავიცანი, ჩემზე 2 წლით უფროსი გახლდათ.
მასთან საუბარმა ისე ჩამითრია, ღამეებს ვათენებდი კომპიუტერთან. გულახდილად ვსაუბრობდით, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. რაღა დაგიმალოთ და, ეს ქალი უნახავად შემიყვარდა.

2-თვიანი მიმოწერის შემდეგ შეხვედრაზეც შევთანხმდით. საკმაოდ ვნერვიულობდი, სანამ მოვიდოდა. თითქოს პირველად ვხვდებოდი ქალს. ჩემი მანქანის ნომერი ვუთხარი და ადგილი, სადაც დაველოდებოდი.
მოვიდა და გვერდით მომიჯდა. ძალიან მომეწონა. ნერვიულობამაც წამში გამიარა და უფრო შემიყვარდა კიდეც (ასე მომეჩვენა). ვახშმად რესტორანში დავპატიჟე (როგორც ხდება ხოლმე), გვიანობამდე შევყევით ლაპარაკს. ისეთ კარგ გუნებაზე ვიყავი, ქვეყანა ჩემი მეგონა. ჩემ წინ იჯდა, ლაპარაკობდა, სიგარეტს ეწეოდა, მე კი გონებაში ტანსაცმელს ვხდიდი და მკლავებში მოქცეულს ვეფერებოდი. ოცნება იმ საღამოსვე ამისრულდა. ფრთხილად შევაპარე - ამაღამ ჩემთან დარჩი-მეთქი და უარი არ უთქვამს. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით