"წინდახედული" სასიძო და ჩაშლილი ქორწილის ამბავი - კვირის პალიტრა

"წინდახედული" სასიძო და ჩაშლილი ქორწილის ამბავი

ერთი თითქმის უნაკლო ბიძაშვილი მყავს: განათლებულიცაა, საკუთარი ბიზნესიც აქვს, სახლ-კარიც და ერთის ნაცვლად, ორი მანქანაც, მაგრამ ორმოც წელს მიღწეული, ჯერ კიდევ დასაოჯახებელია და ლამის გამიგიჟდეს ისედაც ემოციური (გურულია) თალიკო ბიცოლა: რისთვის მინდა რამე, თუ ერთადერთი ნანინანატრი ბიჭი უცოლშვილოდ დამირჩა და მის შვილებს არ მომასწრო გამჩენმაო?..

არადა, სკოლა რომ დაამთავრა, მაშინვე უნდოდათ მისი დაქორწინება "კაი ჯანსაღ სოფლელ" გოგოზე. - მაი რო ქალაქში წავა სასტავლებლად და იქოურ გოგოებში გეითქვიფება, მერე რავა იფიქრებს ცოლის მოყვანას. ჩემი ჯიშისაა და არ ვიცი, რაცხა ოხერი სისხლი გვიდუღს ძარღვებში? ძალით რომ არ დევექორწინებინე ცხონებულ დედაჩემს თავის არჩეულ თალიკოზე, კაი ხანს არ ვიფიქრებდი უღელში თავის გაყოფას! - გულს ისიებდა სისონა ბიძია და მართლაც, ყველაფერი კარგი აგიხდეთ ისე, როგორც იმას თავისი ნაფიქრი აუხდა: ბესო ყოველ ჩამოსვლაზე ახალ-ახალი გოგოს სახელს ახსენებდა მშობლებთან:

- ნამდვილი ანგელოზია. ცოტას კიდევ დავაკვირდები და თუ ვერაფერი შევამჩნიე უწესო, ქე მოგაყენებთ კარზეო, მაგრამ ცოტა ხანში უარობდა დანაპირებს: - იმფერი ნაკლი აღმოაჩნდა, მე რომ დემეხუჭა თვალი, თქვენ არ გამეგეპარებოდათ და მაინც არ შემომაშობიებდით სახლშიო...

მოკლედ, ეს ჩემი "თითქმის უნაკლო" ბიძაშვილი ძალიან ეჭვიანია და ადვილად არავის ენდობა, ზოგის გრძელი ენა არ მოსწონს და ზოგისიც - მოკლე თმა ან ლაპარაკის მანერა...

ისე გამწარდა თალიკო ბიცოლა, ბესოს დაემუქრა, თავს მოვიკლავო:

- უცოლო კაცი, გლახაკია და ქვეყნის სასაცილო. ამნაირი სახელის მქონე შვილის ყოლას სიკვტილი ჯობია და არ ვიცოცხლებ იცოდე თავს, თუ ამ შემოდგომაზეც არ დამაპატიჟებიე მოყვარე და მეზობელი ქორწილში! გაგრძელება