უცნაური შურისძიება
24-04-2018
უცნაური შურისძიება
ქალბატონი ქეთევანი სამოცდაათს გადაცილებული ქალია და როგორც თავად ამბობს, აღარაფრის ეშინია - მათ შორის, იმ სიმართლისაც, რომლის დამალვასაც გულდაგულ ცდილობდა წლების განმავლობაში.
- საციხე საქმე ჩავიდინე და ვიცი, დასაჭერიც ვიყავი, მაგრამ გამამწარა ახლობელი ადამიანის ღალატმა, შურისძიების სურვილმა დამაბრმავა: ღმერთიც დავივიწყე და ადამიანობაც... თბილისში დავიბადე და გავიზარდე, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. მამა ექიმი მყავდა. ხუთი წელიწადი იბრძოდა დიდ სამამულო ომში, ფრონტის წინა ხაზზე და უამრავი ადამიანისთვის უჩუქებია სიცოცხლე. მერე, საიდან აღარ იღებდა
წერილებს, ამანათებს. მახსოვს, ერთმა კაცმა ოქროს ზოდიც კი აჩუქა: სიცოცხლით ვარ დავალებული შენგან. რომ შემეძლოს, მთელი დედამიწის სიმდიდრეს ფეხქვეშ გაგიგებდიო...

დედაჩემიც ფრონტზე გაიცნო. მედდად მუშაობდა თურმე, ლაზარეთში. ულამაზესი დედა მყავდა და რა გასაკვირია, რომ მამას მასზე დაქორწინება მოენდომებინა... მათი ერთადერთი შვილი ვიყავი და უბედნიერესი ბავშვობა
მქონდა. კარგად ვსწავლობდი და მამას გავლენით, ექიმობა გადავწყვიტე. სპეციალობად გინეკოლოგია ავირჩიე და არც სამუშაოს პოვნა გამჭირვებია. გათხოვება დამიგვიანდა და სამწუხაროდ, ჩემი მშობლები ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ თან გაიყოლეს ჩემზე დარდი და შვილიშვილებზე ოცნება. ერთი პერიოდი სამედიცინო სასწავლებელში ლექციებს ვკითხულობდი. იქ ერთადერთი ბიჭი სწავლობდა საფერშლოზე. მაღალმთიანი რეგიონიდან იყო. თურმე, რამდენიმე წელიწადი აბარებდა ინსტიტუტში და ვერ ხვდებოდა. მერე საფერშლოზე ჩაუბარებია: რამდენიმე სოფელს რომ ვუპატრონო და დავეხმარო, იმდენ განათლებას მაინც მივიღებო... გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით