"გათხო­ვი­ლი ქა­ლის გა­ტა­ცე­ბა მქონ­და გან­ზ­რა­ხუ­ლი..."
25-04-2018
"გათხო­ვი­ლი ქა­ლის გა­ტა­ცე­ბა მქონ­და გან­ზ­რა­ხუ­ლი..."
"არც კი ვი­ცი, ჩე­მი უიღ­ბ­ლო­ბის მო­ყო­ლა სა­ი­დან და­ვიწყო. ჩემ­თ­ვის მხო­ლოდ ბავ­შ­ვო­ბა იყო ნა­თე­ლი, თო­რემ ზრდას­რულს ღი­მი­ლიც კი და­მა­ვიწყა თავს გა­დახ­დე­ნილ­მა ამ­ბებ­მა. მად­ლო­ბე­ლი დაგ­რ­ჩე­ბით, თუ მო­მის­მენთ. ალ­ბათ, აქვს მუ­ღა­მი სა­კუ­თა­რი ამ­ბის საქ­ვეყ­ნოდ მო­ყო­ლას და იქ­ნებ, გულ­ში ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი დარ­დის ამოთ­ქ­მით მეც ვიგ­რ­ძ­ნო შვე­ბა..." - ასე იწყე­ბო­და წე­რი­ლი, რო­მე­ლიც სი­ბე­რე­შე­პა­რულ­მა მა­მა­კაც­მა მოგ­ვ­წე­რა. არ ისურ­ვა ასა­კის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბა, არც გვა­რი მითხ­რა, მაგ­რამ დამ­პირ­და, რომ ტე­ლე­ფო­ნით და­უ­ფა­რა­ვად მეტყო­და იმას, რაც გა­დახ­და...

- ნა­თე­ლი ბავ­შ­ვო­ბა, ლა­მა­ზი წლე­ბი,
მწვა­ნე­ში ჩაფ­ლუ­ლი სო­ფე­ლი, ბევ­რი მე­გო­ბა­რი, მხი­ა­რუ­ლი თა­მა­შე­ბი, ცო­ტა, მაგ­რამ გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლი და მო­პა­რუ­ლი ხი­ლის და­უ­ვიწყა­რი გე­მო - ეს ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბაა. იმ დროს, რო­ცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ნაკ­ლე­ბი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბო­და სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას, მაგ­რამ მე მა­ინც, რა­ღაც­ნა­ი­რად ვეს­წ­რა­ფო­დი წიგ­ნებს. თავ­ბ­რუს მახ­ვევ­და ასო­თა წყო­ბა, წი­ნა­და­დე­ბე­ბად აკინ­ძუ­ლი სიტყ­ვე­ბიც მე­ჯა­დოს­ნუ­რე­ბო­და. მინ­დო­და, ვა­ჟას­ნა­ი­რად
მე­წე­რა და ვბა­ძავ­დი კი­დეც ბუ­ნე­ბის აღ­წე­რა­ში ან უფ­რო სწო­რედ, ვე­ჯიბ­რე­ბო­დი. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჩემ­ზე დიდ იმედს ამ­ყა­რებ­დ­ნენ და თუ სკო­ლა­ში სტუ­მარს ვე­ღირ­სე­ბო­დით, მის წი­ნა­შე ყო­ველ­თ­ვის მე წარ­მად­გენ­დ­ნენ, რო­გორც სა­ნი­მუ­შო მო­წა­ფეს. წარ­მა­ტე­ბუ­ლებს შო­რის ერ­თა­დერ­თი ვა­ჟი ვი­ყა­ვი, და­ნარ­ჩე­ნი სა­მი - გო­გო­ნა გახ­ლ­დათ. ზო­გი­ერთ ბიჭს "თვალ­ში ვე­პა­ტა­რა­ვე­ბო­დი", რად­გან გო­გო­ნებ­თან მე­გობ­რო­ბაც გა­მომ­დი­ო­და, კარ­გა­დაც ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ აი, ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში კი ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე და მათ მსგავ­სად, ტა­ლახ­ში ამოს­ვ­რი­ლიც იშ­ვი­ა­თად დავ­დი­ო­დი. თუმ­ცა, ვერ ვიტყ­ვი, რომ ძმა­კა­ცე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გან­ვიც­დი­დი და მათ შო­რის ბევ­რი იყო "ქუ­ჩის ბი­ჭი". ფეხ­ბურთს ვერ ვთა­მა­შობ­დი სუს­ტი აღ­ნა­გო­ბი­სა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­მო, მაგ­რამ სა­უ­კე­თე­სო გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა შე­მეძ­ლო და სხვა­თა შო­რის, იმა­საც ამ­ბობ­დ­ნენ, რომ "კარ­გი ფე­ხი" მქონ­და...

- ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში არა, მაგ­რამ ალ­ბათ, სხვა "ბი­ჭუ­რი" თა­მა­შე­ბი გა­მოგ­დი­ო­დათ...
- თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სპორ­ტი არას­დ­როს მი­ზი­დავ­და. არც თო­ჯი­ნე­ბით ვთა­მა­შობ­დი, მაგ­რამ სირ­ბი­ლიც არ მიყ­ვარ­და. სა­მა­გი­ე­როდ, მომ­წონ­და ისე­თი თა­მა­შო­ბე­ბი, რო­მელ­საც გო­ნე­ბის და­ტა­ნე­ბა სჭირ­დე­ბო­და და სა­ი­და­ნაც, რო­გორც წე­სი, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გა­მოვ­დი­ო­დი... კი­დევ, "ფლირ­ტა­ო­ბა­ნას" ვთა­მა­შობ­დით ხოლ­მე.

- ფლირ­ტა­ო­ბა ახ­სე­ნეთ და წლე­ბის წინ ბი­ჭებს გო­გო­ნებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ? მათ სა­კუ­თარ გრძნო­ბებს რა მე­თო­დე­ბით უმ­ხელ­დით?
- ამ­ბო­ბენ, ად­რე ბი­ჭე­ბიც და გო­გო­ნე­ბიც გა­ცი­ლე­ბით მორ­ცხ­ვე­ბი იყ­ვ­ნენ, ვიდ­რე დღე­სო, მაგ­რამ ასეც არ იყო. არც მე ვყო­ფილ­ვარ მორ­ცხ­ვი და არც ჩემ გარ­შე­მო ვინ­მე. პი­რი­ქით, მე­ტად ვაჟ­კა­ცუ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ერ­თა­დერ­თი, თუ გა­ვი­გებ­დით, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი გო­გო ვი­ღაც ჩვე­ნი­ანს მოს­წონ­და, რო­გორც უნ­და გავ­გი­ჟე­ბუ­ლი­ყა­ვით მას­ზე, გრძნო­ბებს გულ­ში ვი­მარ­ხავ­დით, სხვა­ნა­ი­რად მოქ­ცე­ვა არ შე­იძ­ლე­ბო­და, ახ­ლა კი ყვე­ლა­ფე­რი არე­უ­ლია და რა გა­საკ­ვი­რია, რომ ახ­ლობ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს არ ინ­დო­ბენ და ძმა ძმას ცოლს არ­თ­მევს? გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით