"დედამთილმა ღირსეულ ქალად მაქცია..."
26-04-2018
"დედამთილმა ღირსეულ ქალად მაქცია..."
რადგან განგებამ თქვენთან შემახვედრა, გეტყვით ჩემს სატკივარზე...

ახლა აღარაფერი მიჭირს, რადგან ბედმა ბოლომდე არ გამწირა და მართლაც, გადამრჩენელი გამომიგზავნა ქმრისა და მისი ოჯახის სახით. დედამთილმა გამზარდა და მაქცია ღირსეულ ქალად! ამიტომ მიმაჩნია ის დედად და ვეცდები გავაბედნიერო, სიხარული არ მოვაკლო, ვიდრე ერთმანეთი გვეყოლება. მასაც შე­­ეძლო ჩემთვის ხელი ეკრა და ქუ­ჩაში მოვესროლე, მაგრამ ეს არ გააკეთა. შეიძლება იმიტომაც, რომ თავადაც ობოლი იყო და უდედოდ გაიზარდა ანუ კარგად იცოდა, რასაც ნიშნავს უპატრონობა...
მთელი ქვეყნის გასაგონად მინდა ვუთხრა: თალიკო ზარანდია, მიყვარხარ და შენზე მლოცველი ვიქნები მუდამ. ღმერთმა დაგლოცოს და დიდი ხნის სიცოცხლე მოგცეს...

...დე
დაჩემი ჩემზე მშობიარობას გადაჰყოლია. რატომღაც, არც დედის და არც მამის მშობლებმა არ ისურვეს ჩემზე პასუხისმგებლობის აღება: მოხუცები ვართ და ჩვილის ფეხზე დაყენებას ვეღარ შევძლებთო. დაბნეულ და სასოწარკვეთილ მამაჩემს ხომ უნდა ემუშავა, რომ გვეარსება და სხვა რომ ვერაფერი მოახერხა, სხვების რჩევით, ჩვილ ბავშვთა სახლში მიმიყვანა. ოღონდ, სულ კი არა - დროებით. მამა ყოველ შაბათ-კვირას მაკითხავდა და ასე გრძელდებოდა სამი წლის განმავლობაში. მერე ერთი ძიძა შეუყვარდა. მე არ მახსოვს, მაგრამ თავად მეუბნება - იმიტომ უფრო შემიყვარდა, რომ შენზე განსაკუთრებით ზრუნავდა და ვხედავდი, შვილივით უყვარდი. ცოლადაც იმ პირობით შევირთე, რომ შენ გაგიწევდა დედობასო... გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით