"უიმედოდ დარჩენილმა ჩემ გამო თავი მოიკლა"
"უიმედოდ დარჩენილმა  ჩემ გამო თავი მოიკლა"
ვეხმაურები წერილს - "რატომ იკლავენ თავს ახალგაზრდები". დღემდე ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან, ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რაც ჩემ გამო მოხდა, თავს
ვერ ვაძლევ უფლებას, ბედნიერი ვიყო.

ჩემი ძმის მეგობრებთან ძალიან ახლოს ვიყავი, მათგან ირაკლი გამორჩეული იყო: გარეგნობით, განათლებით, ოჯახიშვილობითა და ხასიათით. ყველას ძალიან უყვარდა. მეც მომწონდა, თუმცა ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩვენ შორის მეგობრობის გარდა სხვა გრძნობაც შეიძლებოდა გაჩენილიყო.

მე სულ სხვა მიყვარდა, გუგა. დავინიშნე და ქორწილის დღეც დავთქვით. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე
ვიყავი. ბედნიერება კი იქამდე გაგრძელდა, სანამ ჩემი ძმა თავის მეგობრებს გააგებინებდა დის ნიშნობის ამბავს. როცა ირაკლიმ ეს გაიგო, მეორე დილით ვენებგადაჭრილი ნახეს საწოლში.

თქვენს რუბრიკაში გამოქვეყნებული წერილი რომ წავიკითხე, პირველად მეგონა, ირაკლიზე იყო... თურმე სხვასაც მოსვლია აზრად, რომ ასეთი საშინელება ჩაედინა... ირაკლის თავთან წერილი იდო,
რომელიც იმ საბედისწერო გადაწყვეტილებამდე დაუწერია:

მაკოს გარეშე წუთითაც არ მინდა ვიცოცხლო, ამიტომ სიკვდილი ვარჩიეო. ეს რომ მითხრეს, საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი, გუგას ვთხოვე, გადაგვედო ქორწილი და დღემდე ცალ-ცალკე ვართ.

ჩემს თავს არ ვაძლევ ბედნიერების უფლებას, არადა, მე ხომ არც კი ვიცოდი მისი გრძნობის შესახებ. არ ვიცი, როგორ ვიცოცხლო ამ უბედურების შემდეგ. როგორ გავიცინო, გავლაღდე, როცა ჩემ გამო ასეთი სანაქებო ბიჭი აღარ დადის ამქვეყნად. ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ რამე, როგორ დავაღწიო თავი ამ საშინელ მდგომარეობას.

მაკო, თბილისი

მკითხველის კომენტარი (8)
Marine
08 ნოემბერი 2017 00:41
Ise moiqeci rogorc gulI getyvis
mariami
11 თებერვალი 2012 15:27
სჰენი ბრალი ნამდვილად არ არის, ისიც გაუაზრლებლად მოიქცა რომ არც არაფერი გიტხრა სჰენი ბრალი როგორ იქნებოდა როცა შენ ის მხოლოდ შენი მეგობარი გეგონა და სხვა არავინ... ნუ დარდობ, მისთვის ილოცე რომ იქებ სასუფეველი დაუმკვიდრდეს
sopo_ ;)))
06 სექტემბერი 2010 20:55
იფიქრე რომ მას უფრო გაეხარდება შენი ბედნიერება და შენს ასე დაჩაგვრას ვერ აიტანდა
tartara
23 აგვისტო 2010 20:07
sheni brali araa..mas rom tavisi grdznobebi shentvis gaemxila da etqva tu rogor uyvardi ase ar moxdeboda..mas imedi mainc qonda rom dashordebodi shens rcheuls da shenishnavdi mas..dzalian samwuxaroa rom sicocxle ase tragikulad daasrula..
shen ki girchev sicocxlistvis ibrdzolo ..mas xom undoda bednieri yofiliyavi,cxovrebit damtkbariyavi..gamagrdi da ibrdzole...
nana
02 აგვისტო 2010 14:45
დამიჯერე შენი ბრალი არაფერია შენ ხომ არ იცოდი რომ უყვარდი რომ ეთქვა შეიძლება სხვანაირად მომხდარიყო და ეხლა ერთად ყოპილიყავით ეხლა თავი ხელში უნდა აიყვანოთ და უნდა ილოცოთ მისი სულისათვის
ცრემლებს ვერ ვიკავებ ეს რა წავიკითხე
TinaTin
26 ივლისი 2010 11:36
იცი მართალია ეს შენ გამო მოხდა, მაგრამ დამნაშავე მაინც არ ხარ.. მას რომ შენთVის ეთქვა რას გრძნობდა, რომ უყვარდი... ხომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო?
klara
21 ივლისი 2010 19:14
გეტყობა, რომ გულიანი გოგო ხარ, თორემ სინდისის ხმას არაფრად ჩათვლიდი.
რაც მოხდა, შენგან დამოუკიდებლად მოხდა და მართალია, სინდისის ქენჯნა ადამიანის ღირსებაზე ლაპარაკობს, მაგრამ, მომხდარს ხომ ვეღარაფერი გამოასწორებს?
ილოცე მისი სულისთვის.
ასევე,-შენი სულისთვის.
ბევრი სიკეთე აკეთე, ეს ძალიან დიდ სიხარულს მოგანიჭებს და შენს სევდას შეამსუბუქებს.
სამწუხაროდ, თვითმკვლელისთვის, თუ ის შეურაცხადი ან, გონზე მძიმედ არაა, ეკლესია პანაშვიდს ვერ იხდის, მაგრამ შენ რომ სული დაიწყნარო, მიდი კარგ მოძღვართან და მისი რჩევებისამებრ მოიქეცი.


ბოდიში, რომ ჩავერიე.
n.k.
19 ივლისი 2010 13:28
ეკლესიში მიდი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები