"ვისგანაც არ მოველოდი, სწორედ ის მანგრევინებდა ოჯახს!"
30-04-2018
"ვისგანაც არ მოველოდი, სწორედ ის მანგრევინებდა ოჯახს!"
წინამდებარე ამბის გმირები ქართველი ემიგრანტები არიან. სამშობლოდან შორს, კანადაში ცხოვრობენ. მათი სიყვარული აქ, სამშობლოში დაიწყო და...
როგორი გაგრძელება ჰქონდა შორეული ამერიკის კონტინენტზე, ამის შესახებ "მთავარი გმირისგან", გუჯასგან შეიტყობთ, რომელიც უკვე საკმაოდ სოლიდურ ასაკში გახლავთ... ინტერვიუ სწორედ მისი ინიციატივით შედგა და ბატონი გუჯა არც იმის წინააღმდეგი იყო, რეალური სახელები და გვარები გამოგვემზეურებინა, მაგრამ ჩვენ მაინც თავი შევიკავეთ და ამბის მონაწილეების ინკოგნიტოდ დატოვება გადავწყვიტეთ. თუ რატომ, ამას ალბათ თავად მიხვდებით, როცა რესპონდენტის
ნაამბობს გაეცნობით:

- დიდხანს ვფიქრობდი, მომეყოლა თუ არა ის ამბავი, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში ტრიალებდა ჩემს თავს და უდიდესი ტკივილი მომაყენა. კარგა ხანს ვიკავებდი თავს: ძნელია, პირადი ცხოვრების დეტალებზე ღიად საუბარი, საკუთარი შეცდომების გამომზეურება და საზოგადოებისთვის გულის გადაშლა. ბოლოს კი მაინც მივიღე გადაწყვეტილება, ყველაფერს
მოგიყვეთ, რადგან დიდი ტრავმა მომაყენა ადამიანმა, ვინც მიყვარდა. მისი საქციელით გამოწვეული გულისტკივილის ატანა თითქმის შეუძლებელია. იქნებ სხვას მაგალითად გამოადგეს და ჩემი შეცდომები აღარ გაიმეოროს. თუ 1-2 ადამიანს მაინც წაადგება, ისიც კარგი იქნებაო,- ამბობს რესპონდენტი.

- მე მწამს სიყვარულის, მაგრამ როცა ამ გრძნობას არ უფრთხილდებიან და ფეხქვეშ ითელება, გაჩუმებაც არ ვარგა. ბიბლიაზე დავიფიცებ, რომ მხოლოდ სიმართლეს ვიტყვი და რასაც ახლა გიამბობთ, ერთი სიტყვა არ არის მოგონილი.

- ყურადღებით გისმენთ.

- მოკლედ, ყველაფერი ასე დაიწყო: მოხდა ისე, რომ პირველ მეუღლეს გავეყარე და მეორე შევირთე, რომელთანაც ცხრა წელი ვიცხოვრე, მაგრამ სამწუხაროდ, შვილი არ გვეყოლა. ერთხელ მთხოვა, გარკვეული დროით ოჯახში შეგვეფარებინა მისი მამიდაშვილი, მარინე. საყვარელი მეუღლისთვის უარი არ მითქვამს და მარინეც ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. მაშინ 41 წლის იქნებოდა- გაუთხოვარი გახლდათ, პროფესიით ექიმი, წარმოსადეგი ქალბატონი, ბორჯომელი, კარგი ოჯახიდან გამოსული და ბრწყინვალე მშობლების შვილი. როგორც საკუთარ დას, ისე ვუყურებდი. მის მიმართ არასოდეს გამჩენია სხვა გრძნობა. ერთხელ მაჭანკლობაც კი ვითავე და ჩემი მეგობრის ნათესავი გავაცანი. კარგი პურმარილი გავუშალე და გასეირნების საშუალებაც მივეცით, რომ ერთი-ერთზე დალაპარაკებოდნენ ერთმანეთს და იქნებ სიყვარულიც გაღვიძებულიყო. თუმცა, სასეირნოდ წასული მარიკა (ასე ვეძახდით მოფერებით) მალევე დაბრუნდა და გამოგვიცხადა- იმ ბიჭს აღარ შევხვდებიო. გაგრძელება
ტრიფონია
01 მაისი 2018 14:35
ნეტა ის "შავი" კაცი ვინღა იყო ჰაა :(
???
01 მაისი 2018 11:15
ვაიმე რავა ბოდიალობს ეს კაცი არავითარ სიბრალურს არ იწვევს ერთ ერთი უტვინო კაცია.ისე კი ერთს ვიტყვი ცოლქმარმა სახლში ახლობელი არ უნდა ჩაისახლოს

რედაქტორის რჩევით