"მაზლმა სიცოცხლე გამიმწარა"
01-05-2018
"მაზლმა სიცოცხლე გამიმწარა"
"გამარჯობა. მიხარია, ასეთი კარგი რუბრიკა რომ გაქვთ. ძალიან მინდა, დამიკავშირდეთ. ერთი სული მაქვს, ჩემს თავგადასავალს როდის გიამბობთ. მეც ძალიან მატკინეს გული. ამ ხნის ქალი ვარ და ძველი წყენა ვერ დავივიწყე. მინდა, ახალგაზრდა გოგონებს ვურჩიო, თავი არავის დააჩაგვრინონ... ქმარმა და მისმა ძმამ გამიმწარეს ახალგაზრდობა, მშობლებმა კი ჩემი დახმარება არ ინდომეს... მხოლოდ სიბერეში მივაღწიე მიზანს. ახლა თავს ბედნიერად ვგრძნობ საყვარელი ადამიანის გვერდით, მაგრამ ძველ ტკივილს ვერ ვივიწყებ... პატივისცემით, მედია, 68 წლის".

ქალბატონ
მედიასთან ინტერვიუ ამ მესიჯის მიღებიდან რამდენიმე დღეში ჩავწერე და გაოგნებული დავრჩი მის თავს გადახდენილი ამბით. მაზლი, რომელზეც ქმრის ოჯახში შესვლისთანავე მოუხდა ზრუნვა, ნამდვილი დესპოტი აღმოჩნდა.

- ეჰ, შვილო, რომ იტყვიან, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩემს თავზე, თორემ ბევრი რამის გადატანა მომიხდა. რაიონში გაზრდილსა და სწავლამოწყურებულს
არავინ მაღირსა უმაღლესში ჩაბარება. ჩემი მშობლები საშუალო განათლების მქონეები იყვნენ და სწავლა-განათლებაზე მეტად, იმ დღეზე ოცნებობდნენ, როცა სამ ქალიშვილს გაგვათხოვებდნენ და მერე ნაბოლარა ვაჟს ცოლს შერთავდნენ. 16 წლის ვიყავი, როცა პირველსავე მაჭანკალს, რომელიც კარს მოგვადგა, ხელი ჩამოართვეს ყველანაირი გაგებით. სასიძო ისე მოიწონეს, რომ თვალითაც არ ჰყავდათ ნანახი. მასზე მხოლოდ ის იცოდნენ, რომ დედა არ ჰყავდა, მამა ქარხანაში მუშაობდა. ჩემი მომავალი ქმარი ჩემზე 10 წლით უფროსი იყო და მასაც ჰქონდა შემოსავალი. თურმე, ოჯახს სჭირდებოდა გოგო, რომელიც სახლს ხელს შეავლებდა. როგორც მაჭანკალი ამტკიცებდა, თუ ამ ოჯახის რძალი გავხდებოდი და ცოტაოდენ ფხას გამოვიჩენდი, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. ერთადერთი კითხვა, რაც ჩემმა მშობლებმა დასვეს, ვიდრე გამათხოვებდნენ, ასეთი იყო: ჩვენი სასიძოს ძმას სახლი აქვს თუ როცა ცოლს მოიყვანს, ისინიც ამათთან ერთად იცხოვრებენო? მაჭანკალმა დედაჩემი დაამშვიდა: ჯერ ცალკე სახლი მისთვის არ უყიდიათ, მაგრამ მამამისს ეგ არ გაუჭირდება, ცალკე დაასახლებს, მიწა უკვე ნაყიდი აქვსო. მერე მახსოვს, ჩემს სანახავად მოვიდნენ ვიღაცები და შემამოწმეს ისე, როგორც გასაყიდ ძროხას ამოწმებენ ხოლმე, მერე დამავლეს ხელი და წამიყვანეს. არ უკითხავთ, მინდოდა თუ არა გათხოვება ან იქნებ მყავდა შეყვარებული. ჩემი სურვილი ყველასთვის უმნიშვნელო იყო. ჩემმა მშობლებმაც ამოისუნთქეს უფროსი ქალიშვილის დაბინავების შემდეგ, ახლა მხოლოდ 2 ქალიშვილი დარჩათ "გასასაღებელი".

- საქმრო გარეგნულად მაინც თუ მოგეწონათ?

- რა ვიცი, მთასავით კაცი იყო და ბევრ ქალს მოსწონდა მისი გარეგნობა, მაგრამ როგორც იტყვიან, ჩემს გემოვნებაში არ ჯდებოდა. ძალიან უხეში კაცი აღმოჩნდა და მაგის სახის სილამაზეს რა თავში ვიხლიდი? ჯერ ჭამა იცოდა ისეთი, გულისრევის შეგრძნება დაგეუფლებოდა მის შემყურეს. სულ ხვნეშა-ხვნეშით მიირთმევდა, კერძს გამუდმებით მაისურზე ისხამდა. რამდენიმე წელიწადი დამჭირდა საიმისოდ, რომ კარგად გამეცნო და მივმხვდარიყავი, გონებაში ყველაფერი რიგზე ვერ ჰქონდა, მაგრამ ქმრის გამოცვლა ვის გაუგონია? გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით