"მშობლებმა შეცდომა არ მაპატიეს"
03-05-2018
"მშობლებმა შეცდომა არ მაპატიეს"
ქალბატონი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, ერთ პატარა ქალაქში დაიბადა.

ამბობს, - ჩემს თავს ერთადერთი, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ თითქმის ყველანაირი განსაცდელი გამოვიარეო. ჯერ იყო და, მამამ გააგდო სახლიდან, როცა გაიგო, რომ შეყვარებულმა შეაცდინა. მართალია, მერე იმ ბიჭმა ცოლად მოიყვანა, მაგრამ გოგონამ მშობლები ვერა და ვერ შემოირიგა. რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე მამის სამძიმარზე მისულს, დედამ საოცრად ატკინა გული უაზროდ ნათქვამი სიტყვებით. არადა, მამის დასატირებლად შვილებთან ერთად მივიდა. ბებიის ნათქვამმა, მოზარდებს
თავმოყვარეობა შეულახა და გაბრაზებულებმა მაშინვე დატოვეს იქაურობა. თურმე, ბიჭს დაიკო სახლამდე მიუცილებია, თავად კი გადაკარგულა. დიდხანს ეძებდა დედა შვილს. მხოლოდ თვეების შემდეგ მიაგნო, ერთ-ერთ სკვერში, სკამზე ჩაძინებულს...

- მოგეხსენებათ, საქართველოში შეყვარებულ წყვილს შორის ქორწინებამდე სექსი დაუშვებელია, მე კი შეცდომა დავუშვი და ცდუნებას ვერ გავუძელი: საქმროსთან
მარტო რომ დავრჩი, მოსახდენი მოხდა და დავფეხმძიმდი კიდეც. ამას ჩემი ოჯახი ვერ შეეგუა. მამა ისე მოკვდა, ჩემი პატიება ვერ შეძლო და არც შვილიშვილები უნახავს.

- იმ ადამიანთან, რომელსაც საქმროს ეძახდით, რამდენხნიანი ურთიერთობა გაკავშირებდათ?
- 3 წელი გვიყვარდა ერთმანეთი.

- თქვენი მშობლები მასთან ურთიერთობას არ გიკრძალავდნენ?

- არა, არ მიკრძალავდნენ. ისინი ველოდის იცნობდნენ და მოსწონდათ: კარგი ბიჭია, მშობლებიც კარგი ჰყავსო... თუმცა, ვერ მაპატიეს, გათხოვებამდე რომ დავფეხმძიმდი. მე და ველოდი მისი ნათესავის ქორწილში წავედით. იქ მშობლებმა უპრობლემოდ გამიშვეს, რადგან ჩემში დარწმუნებულები იყვნენ, მენდობოდნენ. იმ საღამოს შინ დაბრუნება ვერ მოვახერხეთ, რადგან ქორწილი სულ სხვა რაიონში, ერთ მიყრუებულ სოფელში იყო. ველოდი ნასვამი გახლდათ და საჭესთან დაჯდომის უფლება არ მისცეს. ჰოდა, ფეხით ხომ არ წამოვიდოდი? იძულებული გავხდი, მისი ნათესავების ოჯახში დავრჩენილიყავი. დასაწოლად მეზობლის სახლში გაგვიშვეს. იმ ქალს კი ეტყობა, ცოლქმარი ვეგონეთ და ერთ ოთახში ჰქონდა ორი ლოგინი გაშლილი. რომ გაიგო, დაქორწინებული არ ვიყავით, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა - პატარა სახლი ჰქონდა: ე.წ. "კუხნა" ანუ 2-ოთახიანი პატარა სახლი და ოდა, ბელეტაჟზე, რომელსაც ასევე ორი ოთახი ჰქონდა - მისაღები და საძინებელი. მასპინძელმა დაიმორცხვა: ეს რა დამემართა, მომეჭრა თავიო. დავამშვიდე და გამოსავლის პოვნაში დავეხმარე: მე მისაღებ ოთახში დავწვები, თქვენი ნებართვით-მეთქი. ველოდიმ, - რას ამბობ, შენ აქ დაწექი, "ზალაში" ტახტზე მე მოვისვენებო. მოკლედ, გავინაწილეთ ადგილი. მასპინძელი თავის "კუხნაში" რომ წავიდა, ველოდიმ კარზე მომიკაკუნა: არ მეძინება და შეიძლება, შემოვიდეო? - შემოდი-მეთქი, - ვუთხარი, რადგან ჯერ ისევ ფეხზე ვიყავი, არ ვიწექი. დიდხანს ვილაპარაკეთ, მერე კი მოსახდენი მოხდა... გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით