"ჩემი შვილი ცოლის ჭკუაზე დადის"
08-05-2018
"ჩემი შვილი ცოლის ჭკუაზე დადის"
ოჯახში შესული რძლები კი თავიანთ ნაბიჯებზე კარგად უნდა დაფიქრდნენ - თუ ქმარი გიყვარს, უნდა შეეცადო, მის მშობლებს გული არ ატკინო, მაგრამ ხშირად, ოჯახში შესულ ადამიანს თავად ოჯახის წევრები ხვდებიან ცუდად - ამ შემთხვევაში, რძალს ვერავინ დაადანაშაულებს.

გურამი, 73 წლის:
- ერთადერთი შვილი მყავს, გიორგი. მისი გაჩენის შემდეგ ჩემს მეუღლეს ჯანმრთელობა შეერყა, სხვა შვილი აღარ გვეყოლა. ცხადია, გიორგის თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდით, ცივ ნიავს არ ვაკარებდით. ვასწავლეთ, გავზარდეთ, უმაღლესშიც მოვაწყვეთ და მერე
მისთვის კარგი სამსახურის შოვნაზეც ვიზრუნე. მუშაობა დაიწყო თუ არა, გიორგიმ ლიკა გაგვაცნო და გვითხრა, - ჩემი საცოლეაო. გოგონა ძალიან მოგვეწონა, მისი რძლობის საწინააღდეგო არაფერი გვქონდა. მალევე დაოჯახდნენ და სამოგზაუროდაც წავიდნენ.

სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან დაბრუნებული რძალი ვეღარ ვიცანით. - ახლა ეს ჩემი სახლია და როგორც მე მინდა,
ისე უნდა მოვაწყოო, - გამოგვიცხადა. ჩემმა მეუღლემ უთხრა: როგორც გინდა, ისე მოიქეცი, ახალგაზრდა ხარ და უფრო კარგი გემოვნება გექნებაო. მოკლედ, რაც არ მოეწონა, ლიკამ ყველაფერი ჩვენს ოთახში შემოყარა, - გინდათ გადაყარეთ, გინდათ თქვენთვის დაიტოვეთ, ეს გოიმური ნივთები მე არაფერში მჭირდებაო. არც ამაზე ამოგვიღია ხმა, მაგრამ ცოტა ხანში ჩემს ცოლს გამოუცხადა, - ისეთი ბებერი ხარ, შენს გაკეთებულ საჭმელს როგორ შევჭამ? ჩემს ქვაბებს ცალკე კარადაში დავაწყობ და ხელი არც ერთმა არ დააკაროთ; თუ გინდათ, საჭმელი თავად გაიკეთეთ, თუ გინდათ, მშივრები მომკვდარხართო. იმ დღეს ჩემი მეუღლე ცუდად გახდა, ინფარქტი დაემართა, ერთი თვის მერე კვლავ გაუმეორდა და გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც დედამთილი "თავიდან მოიშორა", ჩემი რძალი სულ გადაირია - ოთახიდან გამოსვლის ნებას არ მაძლევს, ზიზღნარევი მზერით მიყურებს და შვილიშვილთან, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოევლინა ქვეყნიერებას, მიახლოებასაც კი მიკრძალავს, - შენი ბინძური ხელები არ მოკიდოო. (იხილეთ სრულად)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით