"ერთი თვეა, ჩვენი რძალი ხარ და ჯერ არ დაორსულებულხარ, ამიტომ ერთ ადამიანს შევალოცინეო"
09-05-2018
"ერთი თვეა, ჩვენი რძალი ხარ და ჯერ არ დაორსულებულხარ, ამიტომ ერთ ადამიანს შევალოცინეო"
ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი რომ ხშირად ხდება, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ როცა ორი ადამიანის კინკლაობას ოჯახი ეწირება, დამეთანხმებით, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. საბედნიეროდ, ჩემი ნაცნობის უმეტესობა დედამთილზე მხოლოდ კარგს ლაპარაკობს, მაგრამ ცხადია, გამონაკლისებიც არსებობენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მეგობრების წრეში ერთ გოგონას შევხვდი, რომელმაც საკუთარ დედამთილზე ისეთი რაღაცები მიამბო, რომ თავი საშინელ ზღაპარში მეგონა. ჯადოს არსებობის როგორ არ მჯერა, მაგრამ ვფიქრობდი, - ჯადოქრებიცა და შავი მაგიის სხვა წარმომადგენლებიც წარსულში დარჩნენ.
ახლა ადამიანს მოძღვარი თუ არ ჰყავს და წირვა-ლოცვას არ ესწრება, ღმერთის თავისებურად მაინც სწამს, მისნებს არ სტუმრობს-მეთქი. თურმე, მწარედ ვცდებოდი.

ანანო, 27 წლის:
- მართლა ძნელი დასაჯერებელია, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შვილის "გადარჩენის" მიზნით ჯადოს კეთებაზეც არ ამბობენ უარს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი
ადამიანი ჩემი ოჯახის წვერი გახლდათ... მე და ზაზამ ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით. მაშინვე ვიგრძენი, რომ მოვეწონე და სიმართლე გითხრათ, მეც პირველი დანახვისთანავე მოვიხიბლე მისით. იმ საღამოს ზაზამ სახლამდე მიმაცილა, გვიან ღამით კი დამირეკა და მკითხა, - როგორ ახვედიო? მერე მესიჯი მომწერა. მეორე დღესაც მომიკითხა და ასე, ნელ-ნელა ავაწყვეთ ურთიერთობა. თავდაპირველად მეგობრების გარემოცვაში ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი, როცა თავის გრძნობაში გამომიტყდა, ხშირად განვმარტოვდებოდით ხოლმე, თეატრსა და კინოს ვსტუმრობდით, კაფეშიც ხშირად მეპატიჟებოდა. ერთხელ, ქუჩაში სეირნობისას შემთხვევით, ქალბატონი ნანას (ზაზას დედა) გადავეყარეთ. ის ძალიან კარგად შემხვდა და მაშინვე შინ მიმიწვია, ფინჯან ყავაზე.

მას მერე ნანა ხშირად მირეკავდა, ჩემს ამბებს კითხულობდა და ოჯახშიც ხშირად მეპატიჟებოდა. მოკლედ, ძალზე კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ზაზა არ მუშაობდა და დაოჯახებისგან თავს ამიტომაც ვიკავებდით. ქალბატონმა ნანამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, - მე რას ვაკეთებ, თქვენს ოჯახს როგორ ვერ შევინახავ? სასწრაფოდ უნდა დაქორწინდეთო! მოკლედ, მისი დაჟინებული თხოვნით, მე და ზაზამ ჯვარი მალევე დავიწერეთ, დედამისმა გრანდიოზული ქორწილი გადაგვიხადა და საქორწილო კაბიდან დაწყებული, დარბაზის დიზაინით დამთავრებული, ყველაფერი მისი გემოვნებით იყო შერჩეული. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით