"ქმრის ოჯახის წევრებს ჩემი ქონება უფრო აინტერესებდათ, ვიდრე - თავად მე" - კვირის პალიტრა

"ქმრის ოჯახის წევრებს ჩემი ქონება უფრო აინტერესებდათ, ვიდრე - თავად მე"

ოჯახში შესულს რძლებს ხშირად ხვადასხვა პრობლემა ხვდებათ. ზოგი დედამთილს ვერ ეწყობა, ზოგს პირიქით, დედამთილი ვერ ეწყობა, ან წყვილი ვერ ეწყობა ერთანეთს, მსგავსი ამბავი აქვს მოსაყოლი ჩვენს რესპონდენტსაც.

- ჩემი და ჩემი მომავალი მეუღლის სიყვარულის ამბავი უნივერსიტეტში დაიწყო. თავიდან ვმეგობრობდით, მერე კი ეს მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ორი წელი ვიყავით შეყვარებულები. ის დღესასწაულებზე ოჯახში მსტუმრობდა, ჩემს მშობლებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. ლაშა დედ-მამასთან და გაუთხოვარ დასთან ერთად, ოთახნახევრიან ბინაში ცხოვრობდა, მე კი მართალია, ქალაქის გარეუბანში, მაგრამ სამსართულიანი, კარგად მოწყობილი სახლი მქონდა. მამაჩემი მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მატერიალურად ნამდვილად არ გვიჭირდა. ლაშას ოჯახი მის დაბადების დღეზე გავიცანი.

ყველა თბილად შემხვდა; მომავალი მული მაშინვე დამიმეგობრდა და თავის თაყვანისმცემლებზე დამიწყო ლაპარაკი, სადედამთილომ კი მითხრა, დაქორწინებას ნუღარ გადადებთო. როგორ უნდა დავქორწინებულიყავით, როცა ორივე სტუდენტი ვიყავით? ვის კისერზე უნდა გვეცხოვრა? ჰოდა, ლაშას ვეუბნებოდი, - ჯერ მუშაობა დავიწყოთ და ოჯახის შექმნაზე მერე ვიფიქროთ-მეთქი. თავიდან თანახმა იყო, მაგრამ მისი დაბადების დღის მერე მითხრა, - ან ახლა დავქორწინდებით, ან არასდროსო! მშობლებს ლაშას ნათქვამი გადავეცი. მამამ მირჩია, - ჯობია, გაყვე. სხვათა შორის, ხალხის ჭორაობამ და კითხვებმა მეც დამღალა. თუ დაქორწინდებით, სამოთახიან ბინასაც გაჩუქებთ და ვიდრე მუშაობას დაიწყებთ, საჭმელსაც არ დაგამადლითო. ასეც მოხდა, მამაჩემმა პირობა პირნათლად შეასრულა...

თურმე, ლაშას ოჯახის წევრებს ჩემი ქონება უფრო აინტერესებდათ, ვიდრე - თავად მე. ქორწილიდან ერთ კვირაში დედამთილი მეახლა და მითხრა... (იხილეთ სრულად)