"არ მინდა, ჩემს შვილს დედინაცვალი ჰყავდეს"
14-05-2018
"არ მინდა, ჩემს შვილს დედინაცვალი ჰყავდეს"
ამბობენ, რომ ნაადრევად შექმნილი ოჯახები, ხშირ შემთხვევაში, ინგრევა, არადა, ამ მოსაზრების საპირისპიროდ, ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ მთავარი სიყვარულია!
თუ მოზარდი სიყვარულით, გაცნობიერებულად შექმნის ოჯახს, წყვილის გრძნობა სამუდამო იქნება და ასეთ ოჯახს არც დანგრევა ემუქრება...

გიო, 30 წლის:
- ასე მგონია, ადამიანს, რომელსაც თინეიჯერობის პერიოდში გულწრფელად შეუყვარდება, თუ წყვილი ოჯახს გაცნობიერებულად შექმნის და არა - უბრალოდ, გრძნობას აყოლილი, მაშინ მათი სიყვარული სამუდამო იქნება... ცოლი 19 წლისამ შევირთე. მაშინ ნინო სულ რაღაც
16 წლის იყო. მასზე ჭკუას ვკარგავდი და შეიძლება ითქვას, რომ მოვიტაცე, მიუხედავად იმისა, რომ მისგანაც ვგრძნობდი სიყვარულს, სითბოს. უბრალოდ, მას გათხოვება ნაადრევად მიაჩნდა, ჭკვიანი გოგონა იყო და ჯერ სწავლას აპირებდა, მე კი, იურისტობაზე მეოცნებეს ყველანაირი ოცნება მოვუკალი...

- რას გულისხმობ?
- მისმა მშობლებმა რომ გაიგეს,
მათი ქალიშვილი მოვიტაცე, დიდი ამბით მომადგნენ ნათესავის ოჯახში და ნინოს დაბრუნება მომთხოვეს. მითხრეს, - შენთან არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთო! მერე ნინო ეზოში გამოვიდა და ყველას გასაგონად თქვა, - გიო მიყვარს. უბრალოდ, ჯერ არ მოვყვებოდი და ამიტომაც მომიტაცა. გთხოვთ, ოჯახს ნუ დამინგრევთ, საყვარელ ადამიანთან დამტოვეთო. მამამისმა ხელები ასწია, - ჩემს შვილსაც ნდომებია და რაღას ვიზამო? ამის თქმა და, შებრუნდნენ, ჩვენგან უსიტყვოდ წავიდნენ. მათ დავედევნე. ვემუდარებოდი: დაბრუნდით, ჩემს ცოლს გულს ნუ ატკენთ. იცოდეთ, ის ყოველთვის მეყვარება; ვეცდები, ბედნიერი იყოს და სწავლაშიც შევუწყობ ხელს-მეთქი, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდათ... გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით