ბერძენი კაცის გამო მიტოვებული ქმარი
17-05-2018
ბერძენი კაცის გამო მიტოვებული ქმარი
"გამარჯობა. მე მალვინა ვარ, 54 წლის. მინდა, ჩემს სევდიან წარსულსა და ოპტიმიზმით გამსჭვალულ მომავალზე მოგიყვეთ. სხვების გულახდილმა წერილებმა მეც დამაყენა ლაპარაკის გუნებაზე და იმედია, იმის გამო არ დამძრახავთ, რასაც გიამბობთ. გაითვალისწინეთ, არავინ იცის, მომავალში რა ელოდება და შეიძლება იმას, ვინც ჩემს ჩასაქოლად ქვას არ დაიშურებს, მომავალში თავადაც ისე მოუხდეს ცხოვრება, როგორც მე... ცნობისათვის, ემიგრანტი ვარ და წერილს ათენიდან გწერთ. მყავდა ქმარ-შვილი, მაგრამ ახლა მხოლოდ შვილებთან ვურთიერთობ, ლოთი ქმარი კი ენერგიულმა,
ნამდვილმა ჯენტლმენმა ჩაანაცვლა", - ამ წერილის ავტორ ქალბატონს "ფეისბუკის" წყალობით დავუკავშირდი და მიწერ მოწერის რეჟიმში ეს ინტერვიუც შედგა.

- პროფესიით პედაგოგი ვარ. დაახლოებით 10 წელი ვასწავლიდი ერთ-ერთ სკოლაში, მაგრამ მოგეხსენებათ, საქართველოში მასწავლებლებს შრომა როგორც უფასდებოდათ წლების წინ. ჰოდა, ოჯახური მდგომარეობის გამო, მეც იძულებული გავხდი, საქართველოდან
გადმოვხვეწილიყავი. ჩემი ქმარი მთელი ცხოვრება უმუშევარ ადამიანად მიიჩნეოდა. სოფლის კაცი იყო და როგორც გლეხს შეეფერება, ისე ცხოვრობდა, მხოლოდ ჩემი ხელფასით კი ვერ გაგვქონდა თავი. სამი შვილი მყავს. უფროსი სკოლას რომ ამთავრებდა, სწორედ მაშინ გადავწყვიტე, სამუშაოდ წამოვსულიყავი.

- მაინდამაინც საბერძნეთს რატომ მიაშურეთ? იქ ვინმე გყავდათ თუ უბრალოდ, ბევრის მსგავსად, ამ ქვეყანაში ემიგრანტების ყოფის შესახებ რაღაცები იცოდით და თქვენც, ბედის საძიებლად გაეშურეთ?

- აქ მართლა არავინ მეგულებოდა ჩემი გულშემატკივარი, მაგრამ მაინც გავრისკე, პროცენტიანი ვალი ავიღე და წამოვედი. მშრომელი ქალი ვარ და ვიფიქრე, როგორ დავიკარგები? ისე როგორ მოვკვდები, რომ არ მივდგე-მოვდგე და სამუშაო ვერ ვიშოვო, რათა შვილებს ვალი მაინც არ დავუტოვო-მეთქი. მოკლედ, საკუთარი თავის იმედი მქონდა, თან, როგორც ამბობენ, მარიფათიანი ქალი ვარ.

- თუ ასეთი მარიფათიანი ხართ, ქმარს სამუშაო რატომ ვერ უშოვეთ?

- როგორ ვერ ვუშოვიდი, მაგრამ არანაირი განათლება არ ჰქონდა. რაც შეეძლო, იმის გაკეთებას უკადრისობდა და აბა, ძალად როგორ ვამუშავებდი? სამაგიეროდ, თოხისა და ბარის მოქნევაში კაცი არ სჯობდა. ისეთი ბაღ-ვენახი გვქონდა, ხალხი სულ შურის თვალით გადმოჰყურებდა. მაგრამ რად გინდა, მარტო ბაღ-ვენახი ვის რაში გამოსდგომია, ჩემს შვილებს რომ გამოდგომოდა? ხომ იცით, გარდა იმისა, რომ ბავშვებს გაზრდა და აღზრდა სჭირდებათ, განათლების მიღებაშიც უნდა შეუწყო ხელი, დღევანდელ საქართველოში კი განათლებას ვერ მიიღებ, ჯიბეზე თუ არ გაიკარი ხელი. ჰოდა, რაც არ გვქონდა, საიდან მომეტანა? ამიტომაც მივატოვე სამსახური, ჩემი უმადური პროფესია და უცხო ქვეყანაში გამოვიქეცი. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით