"ქმარს ისე ვღალატობ, ვერაფერს ხვდება..."
18-05-2018
"ქმარს ისე ვღალატობ, ვერაფერს ხვდება..."
ხშირად, ოჯახის დანგრევის მიზეზად მამაკაცისგან ღალატს ასახელებენ. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ქალებს უფრო კარგად შეუძლიათ დაფარონ ფარული სასიყვარულო ამბები. ზოგადად, თურმე, კაცის მოტყუება უფრო იოლია, ვიდრე ქალის. თანაც, მანდილოსნები ღიად ყვებიან მოღალატე ქმრებზე, ქმრები კი ხშირ შემთხვევაში, ამის აღიარებას დუმილს ამჯობინებენ.

მოღალატე ქალბატონების უმეტესობა საკუთარ საქციელს ასე "ამართლებს": შემიყვარდა და რა ჩემი ბრალია?.. როგორც ამბობენ, ღალატი მაშინ ხდება, როცა წყვილებს შორის ურთიერთობა თავიდანვე არაჯანსაღ საფუძველზე ეწყობა. ბევრი ანგარებით თხოვდება და დაოჯახების
შემდეგ აღმოაჩენს, რომ შეცდომა დაუშვა, მეუღლის შეყვარება ვერ შეძლო, ოჯახს კი იმიტომ არ ანგრევს, რომ შეიძლება, ერთ დღეს მშიერი დარჩეს...

ლალი, 50 წლის:
- 5 წელია, ქმარს ისე ვღალატობ, ვერაფერს ხვდება... მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი ძალიან პატარებმა შევქმენით. ერთმანეთი ჯერ კიდევ მოსწავლეებს შეგვიყვარდა და
სკოლის დამთავრებისთანავე გადავწყვიტეთ დაქორწინება. წლების განმავლობაში ბედნიერი ოჯახი გვქონდა, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ამ სიყვარულით და ერთურთის პატივისცემით შევძელით, ლამაზი ბუდე მოგვეწყო. ერთად იმდენი ვიშრომეთ, რომ შვილებს ცხოვრების მოწყობაშიც დავეხმარეთ... ჩემს მეუღლეს ბევრი დედმამიშვილი ჰყავდა და როგორც კი დავქორწინდით, საცხოვრებლად თბილისში წამოვედით, ერთი პატარა ოთახი ვიქირავეთ, ერთად წამოვიწყეთ ბიზნესი, რომელმაც გაამართლა. 2 ვაჟი გვყავს, უკვე ორივე სრულწლოვანია: ერთი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეორე - თბილისშია. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით