"მინდა ყოფილ შეყვარებულს ცოლად გავყვე, მაგრამ მეუღლესთან განშორებაც არ მსურს" - კვირის პალიტრა

"მინდა ყოფილ შეყვარებულს ცოლად გავყვე, მაგრამ მეუღლესთან განშორებაც არ მსურს"

ხშირად, ოჯახის დანგრევის მიზეზად მამაკაცისგან ღალატს ასახელებენ. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ქალებს უფრო კარგად შეუძლიათ დაფარონ ფარული სასიყვარულო ამბები. ზოგადად, თურმე, კაცის მოტყუება უფრო იოლია, ვიდრე ქალის. თანაც, მანდილოსნები ღიად ყვებიან მოღალატე ქმრებზე, ქმრები კი ხშირ შემთხვევაში, ამის აღიარებას დუმილს ამჯობინებენ.

მოღალატე ქალბატონების უმეტესობა საკუთარ საქციელს ასე "ამართლებს": შემიყვარდა და რა ჩემი ბრალია?.. როგორც ამბობენ, ღალატი მაშინ ხდება, როცა წყვილებს შორის ურთიერთობა თავიდანვე არაჯანსაღ საფუძველზე ეწყობა. ბევრი ანგარებით თხოვდება და დაოჯახების შემდეგ აღმოაჩენს, რომ შეცდომა დაუშვა, მეუღლის შეყვარება ვერ შეძლო, ოჯახს კი იმიტომ არ ანგრევს, რომ შეიძლება, ერთ დღეს მშიერი დარჩეს...

მაკო, 25 წლის:

- ყოველთვის ბევრ მამაკაცს მოვწონდი; ბევრი "ჩალიჩობდა", რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი, მაგრამ მე მხოლოდ ერთი მიყვარდა და მის გარდა, ვერავის ვამჩნევდი. ერთ დღეს შეყვარებული ღალატზე წავიჭირე: ჩემს ახლობელ გოგოს ეალერსებოდა. გაბრაზებულმა, მის ჯიბრზე გათხოვება გადავწყვიტე და ისეთ კაცს გავყევი ცოლად, რომელიც ჩემ გამო "ვენებს იჭრიდა". სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტია, მომავალი მეუღლე არც მომწონდა. სამაგიეროდ, მდიდარი ოჯახის შვილი იყო და ვიფიქრე, - მაინც უსიყვარულოდ ვთხოვდები და ცოლად ფულიანს მაინც გავყვები, იქნებ ფუფუნებამ გამაბედნიეროს-მეთქი. სულ რაღაც 2 წელიწადში მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი. თავიდან მეგონა, მეუღლის შეყვარებას როგორმე შევძლებდი. ვცდილობდი, გამებედნიერებინა ადამიანი, რომელიც დიდ პატივს მცემდა, მაგრამ ერთხელაც, ყოფილ შეყვარებულს შემთხვევით, ქუჩაში გადავეყარე და ჩემს გულსა და გონებაში ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. გიგას დანახვამ ძველი, მაგრამ ძალიან ძლიერი სიყვარული შემახსენა. მითხრა: შენი გათხოვება ძალიან განვიცადე და იცოდე, ცოლს არასდროს მოვიყვანო. გაგრძელება