"მოღალატე ცოლი გავხდი"
23-05-2018
"მოღალატე ცოლი გავხდი"
ხშირად, ოჯახის დანგრევის მიზეზად მამაკაცისგან ღალატს ასახელებენ. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ქალებს უფრო კარგად შეუძლიათ დაფარონ ფარული სასიყვარულო ამბები. ზოგადად, თურმე, კაცის მოტყუება უფრო იოლია, ვიდრე ქალის. თანაც, მანდილოსნები ღიად ყვებიან მოღალატე ქმრებზე, ქმრები კი ხშირ შემთხვევაში, ამის აღიარებას დუმილს ამჯობინებენ.

მოღალატე ქალბატონების უმეტესობა საკუთარ საქციელს ასე "ამართლებს": შემიყვარდა და რა ჩემი ბრალია?.. როგორც ამბობენ, ღალატი მაშინ ხდება, როცა წყვილებს შორის ურთიერთობა თავიდანვე არაჯანსაღ საფუძველზე ეწყობა. ბევრი ანგარებით თხოვდება და დაოჯახების
შემდეგ აღმოაჩენს, რომ შეცდომა დაუშვა, მეუღლის შეყვარება ვერ შეძლო, ოჯახს კი იმიტომ არ ანგრევს, რომ შეიძლება, ერთ დღეს მშიერი დარჩეს...

მაიკო, 35 წლის:
- სიღარიბეში გავიზარდე. ჩემს ოჯახს ისე უჭირდა, რომ ხშირად, სახლში პურის ნატეხიც არ იყო და მშიერს მიწევდა დაძინება. დედა და მამა ბევრს
შრომობდნენ იმისთვის, რომ ჩემთვის არაფერი მოეკლოთ, ფიზიკურ სამუშაოზეც არ ამბობდნენ უარს, მაგრამ თვეში ორჯერ ნაშოვნი თეთრები მთელი თვე პურის შესაძენადაც არ გვყოფნიდა. რადგან ასე ძალიან გვიჭირდა, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, შვილი აღარ გაეჩინათ და როგორმე ჩემთვის მოეხედათ. თავს არ ვიქებ, მაგრამ ძალიან ლამაზი ბავშვი ვიყავი. სკოლაში ხშირად იმის გამო ვერ მივდიოდი, რომ ფეხსაცმელი დახეული მქონდა და მრცხვენოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ლამის მთელი სკოლის ბიჭები ჩემზე იყვნენ შეყვარებული, მე კი არც ერთი მათგანი არ მხიბლავდა და მათზე სერიოზულად არ ვფიქრობდი. თუმცა, როგორც ყველა გოგონას, მეც მსიამოვნებდა მათი ყურადღება... ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილი მქონდა, რომ სკოლაში კარგად მესწავლა, შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა და კარგი სამსახურიც მეშოვა. ვოცნებობდი, რომ ოჯახი ფეხზე დამაყენებინა, მშობლებს დავხმარებოდი. თითქოს ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მინდოდა: სკოლა წარმატებით დავამთავრე, უმაღლეს სასწავლებელშიც ჩავაბარე. მშობლები ახლა, ორმაგად წვალობდნენ, რომ ქალაქში მყოფი სტუდენტი შვილისთვის "კაპიკები" გამოეგზავნათ. რა თქმა უნდა, სტუდენტობაშიც ბევრი გასაჭირი გამოვიარე. ერთ პატარა, ნახევრად მიწის ქვეშ ამოშენებულ ოთახში ვცხოვრობდი, მაგრამ ეს არ მიშლიდა ხელს, რომ თავი არ დამეზოგა და მაქსიმალურად კარგად მესწავლა. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით