"მას მერე, რაც ცოლი ტილივით თავზე ამახოხდა, მეგობრების დაცინვის ობიექტად ვიქეცი"
24-05-2018
"მას მერე, რაც ცოლი ტილივით თავზე ამახოხდა, მეგობრების დაცინვის ობიექტად ვიქეცი"
სამწუხაროა, მაგრამ ხშირად, მამაკაცები ქალებზე ძალადობენ, ცოლებს შეურაცხყოფას საზოგადოებაში ყოფნის დროსაც კი აყენებენ და ჰგონიათ, რომ მანდილოსნების დაჩაგვრა ყველა მამაკაცის ვალია;

ფიქრობენ, რომ "ნამდვილ კაცს" ცოლი შიშით, კრძალვით უნდა ექცეოდეს, ძაღლივით ერთგული უნდა იყოს; რაც მთავარია, არცთუ ისე იშვიათად მიზანსაც აღწევენ: ქალები დამცირებას მორჩილად იტანენ, რადგანაც ამა თუ იმ მიზეზის გამო, ოჯახის დანგრევა არ სურთ. მაგრამ არსებობენ ისეთი ქალებიც, რომლებიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს არ ემორჩილებიან, უფრო მეტიც - მამაკაცებზე თავად
ძალადობენ; თუ რა ფორმით, ამაზე ჩემი რესპონდენტების გულახდილი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბერდია, 54 წლის:

"ყოველთვის კაცური კაცის სახელი მქონდა, მაგრამ მას მერე, რაც ცოლი ტილივით თავზე ამახოხდა, მეგობრების დაცინვის ობიექტად ვიქეცი. მართალია, უკვე ცოლს გაშორებული ვარ, მაგრამ მათი ყბიდან მაინც ვერ ამოვედი... იზო რომ გავიცანი, 18
წლის გახლდით, ის კი 16-ის იყო. სიფრიფანა, ნაზმა არსებამ დანახვისთანავე მომხიბლა და მას მერე თითქმის ყოველდღე, სატრფოს სანახავად მეზობელ სოფელში დავდიოდი. ბოლოს იმდენი ვქენი, რომ თავი შევაყვარე, მაგრამ მისი მშობლები გვარს, ოჯახს მიწუნებდნენ და ამბობდნენ, - ჩვენი ქალიშვილი სულ მცირე, თავადური გვარის მქონეს უნდა მივათხოვოთ, ეს გლახაკი კი გლეხადაც არ ივარგებს და ჩვენს შვილს ქმრობას როგორ გაუწევსო?! მათზე გაბრაზებულმა, ჟინი გამოვიჩინე, ჯერ უნივერსიტეტში ჩავაბარე, მერე კი იზო მოვიტაცე და ცოლად დავისვი. მართალია, მისმა მშობლებმა მილიციაც მომისიეს და მთელი სანათესავოც, მაგრამ ქალი არ დავთმე, თან - არც იზომ მოინდომა ჩემგან წასვლა და სიდედრ-სიმამრიც ბედს შეეგუა. თუმცა დამემუქრნენ: თუ ჩვენს ქალიშვილს დედოფალივით არ აცხოვრებ, რაიმეს მოაკლებ, იცოდე, საქმე ჩვენთან გექნებაო. მათი მუქარა ერთ ყურში შევუშვი და მეორიდან გამოვუშვი, მაგრამ იზო ისე მიყვარდა, რომ მას მართლაც, ხელისგულზე ვატარებდი; მთელი დღე ვიშიმშილებდი, ოღონდ მას არ მოჰკლებოდა რამე. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით