"ასეთი ქმრის ყოლას ჯობია, გათხოვების გარეშე გააჩინო ბავშვი"
25-05-2018
"ასეთი ქმრის ყოლას ჯობია, გათხოვების გარეშე გააჩინო ბავშვი"
ჩემმა გასათხოვარმა მეგობარმა ქეთიმ, რომელმაც კარგა ხნის წინ გადააბიჯა ოცდაათი წლის ასაკს, მოულოდნელი სიურპრიზი მოგვიწყო:
- ბავშვს ვაჩენ! - გამოგვიცხადა მეგობრებს და არ დავუჯერეთ. ალბათ იმიტომაც, რომ ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაიზარდა, სადაც მსგავსი მოვლენა ღრმა და გამოუსწორებელ ტრაგედიად მიიჩნევა და ამიტომ ქალს ბევრი რამისთვის თუ ვინმესთვის უწევს ანგარიშის გაწევა.

- შენი ძმა და მშობლები რას იტყვიან, ნათესავები და მეზობლები, თანამშრომლები?! - დავაყარეთ კითხვები ყველა მხრიდან.

- თუ ვერ გამიგებენ, მშობლების
აზრიც არ მაინტერესებს, არათუ მეზობლებისა და თანამშრომლების! - უდარდელად აიჩეჩა მხრები: - ამდენს ვმუშაობ და ორ ოჯახს ვინახავ საკუთარი ბიზნესით. ჩემი ძმა ახლაც უცოლო და უშვილო იქნებოდა, მე რომ არ ამოვდგომოდი მხარში. ძმისშვილებზე ამომდის მზე და მთვარე, მაგრამ საკუთარი შვილიც მინდა მყავდეს და ვინც ამას
ვერ გაიგებს, კარგად იყოს. თუ მხოლოდ იმიტომ მომიკვეთენ და დამკარგავენ, რომ შვილი მინდა მყავდეს, ყველას გავეცლები და ცალკე გადავალ საცხოვრებლად, მარტო უკეთესადაც მივხედავ ალბათ საკუთარ თავს...

ქეთიმ რამდენიმე წელიწადია, რაც მშენებარე კორპუსში იყიდა ბინა, გაარემონტა... გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით