"სოლარიუმის მავნე ზემოქმედება დამტკიცებულია!"
"სოლარიუმის მავნე ზემოქმედება დამტკიცებულია!"
ზაფხულობით გარუჯული სხეული სილამაზესთან, სექსუალურობასა და თავის მოვლასთან ასოცირდება. ათასობით ქალი სოლარიუმებს სტუმრობს და შოკოლადისფერი ნამზეურის მისაღებად თანხებს არ იშურებს.
1979 წელს გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიხ ვოლფმა ლუმინოფორების შეხამება დააპატენტა და სხვადასხვა კომპანიისთვის მიყიდვას შეუდგა. მას შემდეგ სოლარიუმების რიცხვი გაიზარდა.

აფრთხილებენ თუ არა რუჯის­ მოყვარულებს იმ საფრთხის შესახებ, რაც სოლარიუმში გარუჯვას ახლავს, მფლობელებს ერთი პასუხი აქვთ:"სოლარიუმი ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის!"
დღეს თბილისში სოლარიუმები ყოველ­ ნაბიჯზე გვხვდება. ერთი წუთის ფასი 0.75 თეთრიდან 3 ლა
რამდეა. რა უფრო მავნეა - სოლარიუმი თუ მზეზე გარუჯვა? ამ და სხვა საკითხებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში მარიან ივანუშა­ "კვირის პალიტრას" ესაუბრა.
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2009 წელს კიბოსთან დაკავშირებულ კვლევებში განმარტავს, რომ UV ულტრაიისფერ სხივებს, რომელსაც სოლარიუმის აპარატი ასხივებს, აქვს კანცეროგენული (სიმსივნის გამომწვევი) თვისებები.
ღია კანის ფერის­ ადამიანებში კანის კიბო ყველაზე გავრცელებულია. ბოლო წლებში მელანომის შემთხვევებმა იმატა. 2012 წელს აშშ-ში 5.4 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. მთავარი მაპროვოცირებელი მიზეზი ულტრაიისფერი გამოსხივება UV რადიაციაა.
სოლარიუმის მავნე ზემოქმედება უკვე დამტკიცებულია - სიმსივნე, დამწვრობა, კანის ნაადრევი დაბერება, კონიუნქტივიტი, იმუნური სისტემის დაქვეითება... ყველაზე საზიანო ულტრაიისფერი სხივების დოზაა და არა - აპარატი. საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ აპარ­ატით გარუჯვა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე­ მზეზე, რადგან სოლარიუმში გამოიყოფა UV-A (ყველაზე სუსტი, მაგრამ ღრმად აღწევს­ კანში და შეუძლია გამოიწვიოს ღრმა დამწვრობა) რადიაცია და უფრო კონტროლირებადია. ამ მოსაზრებას გაგიბათილებთ, რადგან ადრე, სანამ UV-A რადიაციის მავნებლობას აღმოაჩენდნენ, თვლიდნენ, რომ ის არ იწვევდა ზიანს, ბოლო დროის კვლევები კი ადასტურებს, რომ მან შესაძლოა კანის კიბო გამოიწვიოს. სოლარიუმებში არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები.
შემდეგი­ სტერეოტიპის მიხედვით, სოლარიუმის მოყვარულები მიიჩნევენ, რომ ისინი იღებენ D ვიტამინს, რომელიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. სოლარიუმის რუჯი არ არის D ვიტამინის მისაღები­ ეფექტური საშუალება. D ვიტამინის ბალანსს ორგანიზმში მზის სხივების მცირე დოზაც კი განსაზღვრავს. ვისაც D ვიტამინის ნაკლებობა აქვს და მზეს ემალება, სჯობს, ვიტამინი მიიღოს მედიკამენტოზურად და არა - კანცეროგენული მეთოდით.

- რამდენიმე ქვეყანაში დაწესდა რეგულა­ციები სოლარიუმის გამოყენებასთან დაკავშირებით. რას გულისხმობს რეგულაციები?
- 2009 წელს ოფიციალურად დადასტურდა, რომ სოლარიუმები კანცეროგენულ ზემოქმედებას ახდენს ჯანმრთელობაზე­. რამდენიმე ქვეყანამ სრულიად აკრძალა ესთეტიკური მიზნებით სოლარიუმის გამოყენება... დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ასაკობრივი ბარიერის დაწესებას, დაუშვებელია სოლარიუმში რისკ-ჯგუფის ადამიანთა­ შეშვებაც. ახალგაზრდები, განსაკუთრებით - ქალები, რისკავენ ჯანმრთელობას გარუჯული სხეულისთვის.
კვლევებმა­ გვაჩვენა, რომ ულტ­რაიისფერი სხივ­ების ჭარბი მიღება ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში ზრდის მელანომის რისკს ზრდასრულობის პერიოდში.
2009 წელს გერმანიამ მიიღო კანონი 18 წლამდე მოზარდებში სოლარიუმით სარგებლობის აკრძალვის შესახებ. ასეთივე აკრძალვა მოქმედებს ავსტრიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ისლანდიაში, ირლანდიაში, ისრაელში, იტალიაში, ნორვეგიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში.
ერთ-ერთი პირველი, ვინც გარუჯული სხეულის კულტურა შემოიტანა, კოკო შანელი იყო. 1950-იან წლებში ეს ტენდენცია ქალბატონებმა სწორედ მისგან აიტაცეს, თუმცა მაშინ მადმუაზელ შანელი ვერ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მზესთან სიახლოვის ეს სასიამოვნო პროცედურა აპარატითაც შესაძლებელი გახდებოდა.
ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები