საკურორტო რომანი, ანუ "ის ერთადერთი" - კვირის პალიტრა

საკურორტო რომანი, ანუ "ის ერთადერთი"

ზაფხული ახალი ნაცნობობისათვის, ცხოვრების გადახალისებისათვის საუკეთესო სეზონია. გარუჯული და ნახევრად შიშველი შთამბეჭდავი ხარ, განწყობაც სათანადო გაქვს და ახლის შეცნობის მოლოდინით აღსავსე, იმ "ერთადერთს" დაეძებ.

თითოეულ ჩვენგანს აქვს გონებაში იდეალური დასვენების საკუთარი მოდელი, თუმცა მისი რეალობაში გადმოტანა ცოტა რთულია. ამ დროს, უნდა გადადგა რისკიანი ნაბიჯი და თავგადასავალიც იწყება...

გადაწყვეტილია, ზღვისპირეთში მივდივარ! საცურაო კოსტიუმის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია, ყველა ქალს სრულყოფილება სურს, თუმცა არავის დაუდგენია, რა არის "იდეალური" და საერთოდაც, რა საჭიროა, იყო იდეალური.

KvirisPalitra.Geმკერდის ზომასა და ფორმას არანაირი კავშირი არა აქვს წარმატებასთან, ბედნიერებასთან, იღბალთან! მთავარია, სხვა თვალით შეხედო საკუთარ სხეულს, დაუმეგობრდე სარკეს და თავი ლამაზმანად წარმოიდგინო...

ზღვა, მზე და გარუჯული სხეულები -  რა კარგია აქაურობა, ახლა დროა, შენც შეფერადდე... მცხუნვარე მზისგულზე წოლა,  ფიქრი და ოცნება ძირითადად ქალების ხვედრია. ამ დროს მამრი საპირისპირო სქესის ნახევრად შიშველი წარმომადგენლების დათვალიერებით არის გართული.

მორჩი ოცნებას, დროა რეალობას თვალი გაუსწორო! გარემო კარგად შეისწავლე,  დააკვირდი მამაკაცებს და ვნებიანი მზერა ესროლე იმ ერთს, რომელიც ყველაზე მეტად იპყრობს შენს ყურადღებას... სატყუარა ნასროლია, მახე  - დაგებული.

KvirisPalitra.Geვნახოთ, რა მოხდება... გაება!.. მთავარია თავი ზედმეტად ჭკვიანად არ მოაჩვენო, მიეცი პირველობის უფლება, აქ გენდერული თანასწორობა უნდა დაივიწყო, ქალი სუსტი არსებაა, დაცვა და მოფერება სჭირდება, - ამ პრინციპით მიზნის მიღწევა ადვილია.

მამაკაცებს ყველაფერი ერთბაშად და მაშინვე უნდათ, მაგრამ რა სურთ ქალებს? ბუნებრივია, ურთიერთობის გაწელვა.

ფიქრობ,  კატათაგვობანას თამაში უაზრობაა, გაუძლებს? რამდენი ლამაზი ქალია სანაპიროზე, მოჰბეზრდება შენი "შებმა" და სხვას '"მოინადირებს"... უნდა დათმო და ახლოს მოუშვა...

KvirisPalitra.Geზღვის სანაპირო, კაშკაშა მზე, ტალღების ხმაური, ბუნგალო, დილამდე სეირნობა და "ის ერთადერთი" - როგორ გინდა ამხელა ბედნიერებას გაუძლო!

უკვე ერთობლივ შვებულებას გეგმავ და საქორწინო მოგზაურობის ვენეციაში გატარებაც არ გეჩვენება შორეულ პერსპექტივად, მაგრამ სად გეჩქარება? იქნებ ეს ბიჭი "ის ერთადერთი" არ არის...

დაჩქარებული ტემპი ურთიერთობას აფუჭებს. ამიტომაც უნდა იზრუნო, რომ ყოველი ერთად გატარებული დღე განსაკუთრებულად დაგამახსოვრდეს, ანუ იჩქარე, ნელა!

KvirisPalitra.Geშენთან გატარებული ზაფხული საოცარი იყო. ასე კარგად არავისთან ვყოფილვარ, - გეუბნება, ლოყაზე გკოცნის და ახლო მომავალში ნახვის იმედით გემშვიდობება.

რომანტიკული საღამოებისა და სასიამოვნო განწყობილების მერე, საკუთარ ქალაქში ჩამოსული მიწიერ შეგრძნებებს უბრუნდები. მართალია, შვებულება დამთავრდა, მაგრამ საზაფხულო რომანი უნდა გაგრძელდეს. სხვა შემთხვევაში ამდენი მცდელობა წყალში ჩაგეყრება.

KvirisPalitra.Geმაგრამ... ქართული სინამდვილე სულაც არ ჰგავს ჰოლივუდური ფილმების უმეტესობას, სადაც საზაფხულო რომანი "ჰეფი ენდით" მთავრდება.

- ერთი სიტყვით, ყველაფერი ლამაზი და რომანტიკული დასრულდა.

როგორც ჩანს, შევცდი. ის სულაც არ აღმოჩნდა "ის ერთადერთი".

ლელა მირცხულავა