"ქა­ლის გა­რე­შე ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბას, მირ­ჩევ­ნია, ისევ მე ვიწ­ვა­ლო"
28-05-2018
"ქა­ლის გა­რე­შე ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბას, მირ­ჩევ­ნია, ისევ მე ვიწ­ვა­ლო"
იმ ქა­ლებ­ზე, ოჯა­ხე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად რომ წა­ვიდ­ნენ საზღ­ვარ­გა­რეთ და მარ­თ­ლაც თავ­გან­წირ­ვად და გმი­რო­ბად იქ­ცა მა­თი ქმე­დე­ბა, ბევ­რი და­წე­რი­ლა და ამ მხრივ, არც ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლია გა­მო­ნაკ­ლი­სი. მა­მა­კა­ცებ­ზე კი თით­ქ­მის არა­სო­დეს ვლა­პა­რა­კობთ და სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, იმის შემ­ხედ­ვა­რეს, რაც მხო­ლოდ ჩე­მი კორ­პუ­სის ეზო­ში ხდე­ბა, ძნე­ლია მა­მა­კა­ცებ­ზე კარ­გის თქმის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნ­დეს, რა­ზეც "გზა" #20-ში უკ­ვე ვი­სა­უბ­რე...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბა­თუ­მი­დან სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სით მო­მიხ­და გამ­გ­ზავ­რე­ბა და უნე­ბუ­რად გავ­ხ­დი ორი მა­მა­კა­ცის სა­უბ­რის შემ­ს­წ­რე. ერ­თი ახალ­გაზ­რ­და იყო -
და­ახ­ლო­ე­ბით ოც­და­ხუ­თი წლის, მე­ო­რე ალ­ბათ, მას­ზე ორ­ჯერ უფ­რო­სი:
- სა­მი თვეა, სახ­ლი­დან ვარ წა­მო­სუ­ლი და ისე მე­ნატ­რე­ბა ოჯა­ხი, გუ­ლი ყელ­ში მაქვს მობ­ჯე­ნი­ლი! - თქვა ახალ­გაზ­რ­
დამ.
- მა­სე ვარ მეც და დი­ლი­დან ისე მტკი­ვა თა­ვი, წნე­ვა მაქვს ალ­ბათ აწე­უ­ლი! - ამო­იხ­ვ­ნე­შა უფ­როს­მა.
- ამ­დენს რომ იწ­ვა­ლებ და გა­დე­ი­ტან კა­ცი, იმ­დე­ნი მა­ინც უნ­და მიგ­ქონ­დეს სახ­ლ­ში, რომ მთე­ლი წე­ლი­წა­დი აღარ მო­გი­შივ­დეს ოჯა­ხი! - იმე­რუ­ლად მო­უქ­ცია ბიჭ­მა.
- ღმერთს ნუ სცო­დავ, ბად­რია და მად­ლო­ბა უთხა­რი იმის­თ­ვი­საც, რაც გა­შო­ვია. ცო­ტაა, მა­რა ალა­ლია და დე­დის რძე­სა­ვით შე­ერ­გე­ბა ჩვე­ნებს! - და­ა­რი­გა ასა­კო­ვან­მა.
...სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით გა­ჩერ­და. მძღოლ­მა ბო­დი­ში მოგ­ვი­ხა­და: სა­ბუ­რა­ვი უნ­და გა­მოვ­ც­ვა­ლო. ცო­ტას და­გაგ­ვი­ა­ნებთ, მაგ­რამ შინ მშვი­დო­ბით მი­გიყ­ვან­თო!

დრო ვი­ხელ­თე და იმ მა­მა­კა­ცებს გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე:
- თქვე­ნი სა­უ­ბა­რი მო­ვის­მი­ნე, უნებ­ლი­ეთ... მა­პა­ტი­ეთ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა. სა­მუ­შა­ოდ ყო­ფილ­ხართ და მთლად კმა­ყო­ფი­ლი არ უნ­და იყოთ... გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით