"ქა­ლის გა­რე­შე ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბას, მირ­ჩევ­ნია, ისევ მე ვიწ­ვა­ლო" - კვირის პალიტრა

"ქა­ლის გა­რე­შე ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბას, მირ­ჩევ­ნია, ისევ მე ვიწ­ვა­ლო"

იმ ქალებზე, ოჯახების გადასარჩენად რომ წავიდნენ საზღვარგარეთ და მართლაც თავგანწირვად და გმირობად იქცა მათი ქმედება, ბევრი დაწერილა და ამ მხრივ, არც ჩვენი ჟურნალია გამონაკლისი. მამაკაცებზე კი თითქმის არასოდეს ვლაპარაკობთ და სიმართლე გითხრათ, იმის შემხედვარეს, რაც მხოლოდ ჩემი კორპუსის ეზოში ხდება, ძნელია მამაკაცებზე კარგის თქმის სურვილი გაგიჩნდეს, რაზეც "გზა" #20-ში უკვე ვისაუბრე...

რამდენიმე დღის წინ ბათუმიდან სამარშრუტო ტაქსით მომიხდა გამგზავრება და უნებურად გავხდი ორი მამაკაცის საუბრის შემსწრე. ერთი ახალგაზრდა იყო - დაახლოებით ოცდახუთი წლის, მეორე ალბათ, მასზე ორჯერ უფროსი:

- სამი თვეა, სახლიდან ვარ წამოსული და ისე მენატრება ოჯახი, გული ყელში მაქვს მობჯენილი! - თქვა ახალგაზრდამ.

- მასე ვარ მეც და დილიდან ისე მტკივა თავი, წნევა მაქვს ალბათ აწეული! - ამოიხვნეშა უფროსმა.

- ამდენს რომ იწვალებ და გადეიტან კაცი, იმდენი მაინც უნდა მიგქონდეს სახლში, რომ მთელი წელიწადი აღარ მოგიშივდეს ოჯახი! - იმერულად მოუქცია ბიჭმა.

- ღმერთს ნუ სცოდავ, ბადრია და მადლობა უთხარი იმისთვისაც, რაც გაშოვია. ცოტაა, მარა ალალია და დედის რძესავით შეერგება ჩვენებს! - დაარიგა ასაკოვანმა.

...სამარშრუტო ტაქსი ნახევარი საათით გაჩერდა. მძღოლმა ბოდიში მოგვიხადა: საბურავი უნდა გამოვცვალო. ცოტას დაგაგვიანებთ, მაგრამ შინ მშვიდობით მიგიყვანთო!

დრო ვიხელთე და იმ მამაკაცებს გამოველაპარაკე:

- თქვენი საუბარი მოვისმინე, უნებლიეთ... მაპატიეთ ცნობისმოყვარეობა. სამუშაოდ ყოფილხართ და მთლად კმაყოფილი არ უნდა იყოთ... გაგრძელება