"იმ ქალმა მამას თავგზა აურია და მანამ არ მოეშვა, სანამ ოჯახი არ დაანგრევინა"
"იმ ქალმა მამას თავგზა აურია და მანამ არ მოეშვა, სანამ ოჯახი არ დაანგრევინა"
როცა ოჯახი ინგრევა, ამით პირველ რიგში, წყვილის შვილები ზარალდებიან.
დედ-მამის გაყრა ცხადია, ბავშვებზე ცუდად მოქმედებს, მაგრამ უფრო ძნელი ყოფილა იმ ფაქტთან შეგუება, როცა მშობელი ოჯახს ხელმეორედ ქმნის. ბევრს "ახალი" დედის ან მამის მიღება სულაც არ უჭირს, რადგანაც "ძველ" მშობელთან მხოლოდ უსიამოვნო მოგონებები თუ აკავშირებს, მაგრამ უმეტესობას "ახლის" მიღება არ შეუძლია, რადგანაც ფიქრობს, რომ სწორედ ეს ქალი თუ კაცია მისი მშობლების გაყრის ნამდვილი მიზეზი.

მაკა, 16 წლის:
- 9 წლის ვიყავი,
როცა მამა სახლიდან წავიდა და სულ მალე, 9 წლით უმცროს გოგონაზე დაქორწინდა. თავიდან მათთან სტუმრად ხშირად მივდიოდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მშობლების გაყრის მიზეზი სწორედ დედინაცვალი იყო, იმ გოგოზე გული ამიცრუვდა.

- ეს ამბავი შენ საიდან გაიგე? დედამ გითხრა?
- არა, ის ამას
ცოცხალი თავით არ მეტყოდა. დედაჩემი კეთილშობილი ქალია და მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ცუდად მოექცა, ის მაინც უყვარს, ჩემგანაც ყოველთვის იცავს... სიმართლე ბებიამ, მამის დედამ მითხრა, რომელსაც რძალი ანუ დედაჩემი სიგიჟემდე უყვარს. მართალია, მამა ჩვენთან აღარაა, მაგრამ დედა მაინც ყოფილ დედამთილთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობს. დაუჯერებელია, არა? აი, ასეთი კარგი დედა მყავს, ის ქალი კი ნამდვილი კატაა. თურმე, მამას თავგზა აურია და მანამ არ მოეშვა, ვიდრე ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება არ მიაღებინა. გაგრძელება
ნინი
27 ივნისი 2018 11:04
არავინ არავის თავგზას არ უბნევს, თვითონ იბნევენ თავგზას .............
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები