"რომ მივხვდი, რა ბედნიერებაზე ვთქვი უარი, სიკვდილი ვინატრე"
"რომ მივხვდი, რა ბედნიერებაზე ვთქვი უარი, სიკვდილი ვინატრე"
ქეთო ბებო მარტოხელა მოხუცია. უკვე რვა ათეულს გადააბიჯა და ძალიან უჭირს მარტოობა.
უხარია, ეზოში გამოსულს სალაპარაკოდ თუ გაუჩერდები და სახლშიც მთელი გულით შეგიპატიჟებს, ოღონდ მარტო არ დარჩეს წარსულის მოგონებებთან და სინანულთან. სადარდებელი კი მართლაც, დიდი ჰქონია...

ერთხელ, სამსახურიდან გვიან დაბრუნებულს ეზოში დამხვდა მოხუცი. ვკითხე, ავად ხომ არ ხარ-მეთქი, რადგან ვიცი, ბოლო დროს ხშირად აწუხებს გულიც და წნევაც:

- ნეტავ, გამისკდებოდეს ეს უტვინო თავი და უსისხლო გული! ნეტავ, მოვკვდებოდე! - მითხრა
აღელვებულმა და იქვე დასძინა: - დღეს ისეთი რაღაც გავიგე, მიკვირს, სისხლი რომ არ ჩამექცა ტვინში...

- გვიანია და უკვე ცივა. შინ შევიდეთ და იქ მომიყევით, რამ აგაღელვათ ასე ძალიან... - შევთავაზე ალალად, რადგან მივხვდი, ლაპარაკის საღერღელაშლილს თუ არ მოვუსმენდი, შეიძლებოდა, მართლა ჩაქცეოდა სისხლი ტვინში.

-
დაღლილი რომ ხარ, შეგიძლია, ჩემ გვერდით ყოფნა? - მკითხა დარცხვენილმა და მადლიერმა.

- თანაც, ყოველთვის საინტერესო ამბებს მიყვებით და ესეც დასვენებაა ჩემთვის...

- შენ გაიხარე! - დამლოცა და წინ გამიძღვა.

ქეთო ბებოს დიდი და ძველებური ავეჯით გაწყობილი ბინა აქვს. იქ რომ შევდივარ, თავი მუზეუმში მგონია. ადრე საკუთარი სახლი ჰქონია, მაგრამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მარტო ვეღარ უვლიდა და ამიტომაც გაყიდა. მერე საცხოვრებლად კორპუსში გადმოვიდა.

ამბობენ, რომ წარსულში პარტიული ფუნქციონერი იყო და ყოველთვის მაღალი თანამდებობა ჰქონდაო. გვიან გათხოვილა და ორმოც წელს გადაცილებულს, ბავშვის გაჩენა ვეღარ მოუხერხებია. ქმარიც ცნობილი იყო ქალაქში სიმდიდრითაც და მოღვაწეობითაც...

...რუსული სამოვარი აქვს მოხუცს, რომელშიც უგემრიელეს ჩაის აყენებს ხოლმე. ახლაც გაახურა და საყვარელი ტკბილეულიც გადმოალაგა კარადიდან... გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები