უცნაურად გათხოვილი და საცოლის დაბრუნებაზე მეოცნებე
უცნაურად გათხოვილი და საცოლის დაბრუნებაზე მეოცნებე
"გამარჯობა. მე გია ვარ, 38 წლის. ჯარისკაცის წერილმა მიბიძგა, მომეწერა ჩემი სიყვარულის შესახებ. უკვე ძალიან დავიბენი.
ნუთუ, გოგონებს ერთგულება აღარ შეუძლიათ? ნუთუ, მათთვის ყველაფერს ფასი აქვს დაკარგული? აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, მაგრამ ფაქტია, საცოლემ მაშინ მიმატოვა, როცა საომრად - არა, მაგრამ სამუშაოდ წავედი საზღვარგარეთ. მინდოდა, გარკვეული თანხა შემეგროვებინა, რათა მერე ლამაზი ქორწილი გვქონოდა, მან კი დაჰკრა ფეხი და მოულოდნელად გათხოვდა..."
გიას ტელეფონით ვესაუბრე, რადგან შეხვედრა არ ისურვა. ამბობს, რომ უჭირს
თავს გადახდენილ ამბავთან შეგუება; მიიჩნევს, რომ ის უსამართლოდ დაამცირეს და ამ ყველაფრის გამო, ზოგჯერ ნერვებსაც ვერ თოკავს.

- გოგონა, რომელმაც ცხოვრება ჯერ გამილამაზა, მერე კი დამინგრია, სვანი გახლავთ. ერთმანეთი საერთო მეგობრის წყალობით გავიცანით. დაბადების დღეზე, სადაც ის პირველად ვნახე, მის გარდა ვერც ვეღარავის ვხედავდი და
ღვინისგან კი არა, მისი ყურებისგან ვიყავი მთვრალი. შეამჩნია, მზერას რომ ვერ ვწყვეტდი და ისიც გამეპრანჭა. იმედი მომეცა, - მოვწონვარ-მეთქი და საცეკვაოდ გავიწვიე. უარი არ უთქვამს. ცეკვისას გამოვუტყდი, რომ ერთი ნახვით შეძლო ჩემი დატყვევება. ისიც ვუთხარი, - ადრე მსგავსი რამ არასდროს დამმართნია-მეთქი. ისე გაიღიმა, ქვეყანა ჩემი მეგონა. მერე ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და ბედნიერი წამოვედი შინ.

- როგორც ვხვდები, თქვენი მეგობრობა ამ დაბადების დღის შემდეგაც გაგრძელდა.
- პირველ ხანებში მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობდით. მეუბნებოდა, - შეხვედრას ნუ ვიჩქარებთ, ჯერ კარგად გავიცნოთ ერთმანეთიო. სტუდენტი იყო და ნებისმიერ დროს შემეძლო, მენახა; მის სასწავლებელში მივსულიყავი და შევხვედროდი, მაგრამ სასურველი ქალის სიტყვებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. არ მინდოდა, თუნდაც სულ მცირედით მაინც, რაიმე სახის ძალადობა გამომემჟღავნებინა. თუმცა, ეს მოთმენა, მისი უნახაობა მკლავდა.

- ერთმანეთს პირველი ნახვიდან, რამდენ ხანში შეხვდით?
- დაახლოებით სამი თვის მერე... მითხრა, - სიტყვის კაცი ყოფილხარ და ძალიან გამახარე. უკვე მეც დარწმუნებული ვარ, რომ შენ მიმართ უბრალო გატაცება არ მაქვს და შევხვდეთო, - ანუ ინიციატივა თვითონ გამოიჩინა. მაშინ ჩემზე ბედნიერი კაცი ამქვეყნად არ მეგულებოდა. თურმე, სულელი ვყოფილვარ; თურმე, ქალის ნდობა არ შეიძლება! გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები