"არ ვიცი, ღირს კი, ასეთი კაცის ცოლობა?" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, ღირს კი, ასეთი კაცის ცოლობა?"

3 წლის წინ ერთი ჩემი უბნელი, ხულიგანი ბიჭი შემიყვარდა. უსაქმური იყო, მთელი დღე ბირჟაზე ათენ-აღამებდა. ცოტ-ცოტას კაიფობდა და ისეთი შთაბეჭდილება გექმნებოდა, ქალები საერთოდ არ აინტერესებდა...

მე კი მაინცდამაინც მას დავადგი თვალი და ისე შემიყვარდა, მზად ვიყავი, მისი გულისთვის მთელი ქვეყანა მომედურებინა. ბევრი ვეცადე, მაგრამ მისი ყურადღება ვერაფრით მივიქციე. დედამისი შინაურულ წამლებს აკეთებდა და ერთ ღამით, იმ მიზეით, რომ კუჭის წყლული მაწუხებდა და წამალი მჭირდებოდა, შინ მივაკითხე. ვოვაც სახლში იყო და ტელევიზორს უყურებდა. დედამისმა ყავა შემომთავაზა და აბა, უარს როგორ ვეტყოდი? საუბარშიც ავიყოლიე და მთელი 2 საათი მისი ბინიდან ფეხი არ მოვიცვალე. ვითომც აქ არაფერიო, ვოვას ჩემკენ არც გამოუხედავს. აღარც სამსახურში წასვლა მინდოდა, აღარც ჭამა, აღარც მეგობრები... გაგრძელება