"მისმა მშობლებმა ჭორები ააგორეს, თითქოს ჯადოს ვუკეთებდი, ძალით შევაყვარე თავი..."
"მისმა მშობლებმა ჭორები ააგორეს, თითქოს ჯადოს ვუკეთებდი, ძალით შევაყვარე თავი..."
ზოგიერთი ადამიანისთვის მეორე ნახევრის მოძებნა ცხოვრებაში სულაც არ წარმოადგენს პრობლემას, ზოგს კი მის მოსაძებნად მთელი ცხოვრებაც არ ჰყოფნის. მაგრამ, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარ მეორე ნახევრებსა და დიდ სიყვარულზეც უთქვამთ უარი...
რა შემთხვევაში ამბობენ ადამიანები საკუთარ გრძნობებზე უარს, ამას ჩვენი რესპონდენტების მონაყოლიდან შეიტყობთ.

ლელა, 34 წლის:
- მე და ჩემი მეუღლე თანაკლასელები ვიყავით, ლევანი ჩემი კარგი მეგობარი იყო. ხომ იცით, ბავშვობაში როგორც ხდება: ვინც ყველაზე დიდი მოჩხუბარი
და "მაგარი ბიჭი" იყო, სწორედ ის მოგვწონდა! მასაც მოვწონდი, თან, ლევანის გამო ყველა თაყვანისმცემელი ჩამომშორდა და ბოლოს კი ჩემი მეუღლე გახდა. უნივერსიტეტში ვსწავლობდი, პირველი კურსი რომ დავხურე, 17 წლის ასაკში მომიტაცა. მახსოვს, დედაჩემმა მითხრა: - თუ არ გიყვარს და გათხოვება არ გინდა, რაც უნდა იყოს
მომხდარი, წამოდიო. - არაფერი მომხდარა, მაგრამ უკვე რომ გვადღეგრძელეს-მეთქი (იცინის)? - ვუპასუხე. მალე აღმოვაჩინე, რომ მოსიყვარულე ადამიანებს საყვარელი ადამიანებისათვის იოლად შეუძლიათ ტკივილის მიყენება. წამალსაც იკეთებდა და შემპირდა, აღარ გავეკარებიო, მაგრამ როგორც კი დავორსულდი, ისევ ნარკოტიკის მოხმარებას მიჰყო ხელი. ლევანს მანიაკური სიყვარული ჰქონდა ჩემ მიმართ: რომ შემეძლოს, მხოლოდ ჩემთვის იარსებებდიო - მეუბნებოდა. მაგრამ ჩემთვის ტკივილისა და ცრემლების მეტი თითქმის არაფერი მოუტანია. 4 თვის ბავშვი მყავდა, როცა ერთი მუჭა წამალი დავლიე - თვითმკვლელობა ვცადე. ბოლოს ურთიერთობა იმდენად დაგვეძაბა, მივხვდი, ერთად ვეღარ ვიცხოვრებდით! მალე ლევანი რუსეთში წავიდა. უკვე 7 წელია, იქ არის და დღემდე წამალზეა დამოკიდებული. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები