"მშობ­ლებს ოჯა­ხი რომ და­ენ­გ­რათ, ამა­ში მე მა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ"
06-07-2018
"მშობ­ლებს ოჯა­ხი რომ და­ენ­გ­რათ, ამა­ში მე მა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ"
ჩვენი რესპონდენტები, რომელთაც ვინაობის გამხელა არ სურთ, თავიანთი ცხოვრების შესახებ ამბებს მკითხველს უყვებიან.

"მინ­და ჩემ­ზე გი­ამ­ბოთ. ნორ­მა­ლუ­რი ოჯა­ხის შვი­ლი ვარ, კარგ გა­რე­მო­ში აღ­ზ­რ­დი­ლი. საქ­მე ის არის, რომ ერ­თ­მა შემ­თხ­ვე­ვამ ცხოვ­რე­ბა და­მი­მა­ხინ­ჯა: მა­მა­ჩემ­მა მე­გო­ბა­რი მო­იყ­ვა­ნა სახ­ლ­ში. ნას­ვა­მე­ბი იყ­ვ­ნენ, სახ­ლ­ში კი­დევ და­უ­მა­ტეს და რო­ცა ალ­კო­ჰოლ­მა მათ თავ­ბ­რუ და­ახ­ვია, მე­გო­ბარს და­უ­რე­კეს, სახ­ლ­ში მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლე­ბი ამო­აყ­ვა­ნი­ნეს. მა­მამ მკაც­რად მითხ­რა: შე­გიძ­ლია, ამ სა­ღა­მოს მა­მი­და­შენ­თან წახ­ვი­დეო. არ იცო­და, ტე­ლე­ფონ­ზე მი­სი სა­უ­ბა­რი თუ გა­ვი­გო­ნე. დე­და მა­შინ
საზღ­ვარ­გა­რეთ იყო, საქ­მე­ებ­ზე. არ­სა­დაც არ წა­ვალ-მეთ­ქი, - და­ვი­ჟი­ნე, მაგ­რამ მე­რე მივ­ხ­ვ­დი, რომ ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და ჩე­მი ურ­ჩო­ბით და შე­მე­შინ­და, ჩა­ვი­კე­ტე ოთახ­ში და მე­გო­ბარს გა­ვუ­ზი­ა­რე ჩე­მი სატ­კი­ვა­რი... უცებ, ხმა­უ­რი შე­მო­მეს­მა. სას­ტუმ­რო ოთახ­ში იყო ზე­და­ხო­რა, ნა­ხევ­რად შიშ­ვ­ლე­ბი მგლე­ბი­ვით ყმუ­ოდ­ნენ. მა­შინ 15 წლის ვი­ყა­ვი. ოთახ­ში შევ­ვარ­დი და მა­მას ჩხუ­ბი
და­ვუწყე, - არ გრცხვე­ნია-მეთ­ქი? ხე­ლი მკრა: ხომ გითხა­რი, აქე­დან მომ­შორ­დი, და­მე­კარ­გეო და, სი­ლა გა­მაწ­ნა. გაბ­რა­ზე­ბულ­მა მი­ვა­ხა­ლე: დღე­ი­დან შენს შვი­ლო­ბა­ზე უარს ვამ­ბობ-მეთ­ქი. გა­ცოფ­და და მაგ­რად მცე­მა... მას შემ­დეგ მა­მა აღარ მყავს! მარ­თა­ლია, დე­დამ ამ ამ­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ ოჯა­ხი და­ან­გ­რია, ფსი­ქო­ლოგ­თა­ნაც მა­ტა­რა, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვერ დავ­ძ­ლიე მა­შინ ნა­გე­მი ში­ში, ტკი­ვი­ლი და ახ­ლა ათას­ნა­ი­რი ფო­ბია მაქვს. მა­მას, რო­მე­ლიც ლა­მის გვე­ჩო­ქე­ბა, - მა­პა­ტი­ეთ, ყვე­ლა­ფე­რი ალ­კო­ჰო­ლის ბრა­ლი იყო და თან, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, ბა­ლა­ხიც მოვ­წიეო, ამ ამ­ბავს ვერც მე ვპა­ტი­ობ და ვერც - დე­და. აი, იმ დღეს ასე და­მენ­გ­რა ცხოვ­რე­ბა და დე­და­საც და­ვუნ­გ­რიე მყუდ­რო ბუ­დე...  გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით