"სულ თვალწინ მედგა, პატარა გოგო სკვერში დედამ რომ მიატოვა"
"სულ თვალწინ მედგა, პატარა გოგო სკვერში დედამ რომ მიატოვა"
შვილის ღალატი მიმაჩნია, რომ უპატიებელი ცოდვაა. ჩემს ისტორიას რომ წაიკითხავს, ალბათ ზოგიერთი გამამტყუნებს, როგორ ვერ შეძელი დედისთვის გეპატიებინა, ან მოგესმინა მისთვის, ვინ იცის, რა მიზეზი ჰქონდა, რომ მიგატოვაო. მე კი, ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი.

"თავდაპირველად ყველაფერი კარგად იყო, ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით. მერე ბებია-ბაბუა საცხოვრებლად სოფელში გადავიდა და დავრჩით მე, დედა და მამა. მამას შემოსავლიანი სამსახური ჰქონდა და ოჯახის რჩენაც მის კისერზე იყო. დედა მამას მუდმივად
ეწუწუნებოდა, ყურადღებას სთხოვდა, ის კი სახლში გვიან და ძალიან დაღლილი ბრუნდებოდა, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა, მამამ სამსახური დაკარგა, შესაბამისად, გაგვიჭირდა და დედა ახლა იმაზე წუწუნებდა, რომ დიდხანს ვერ გაუძლებდა ასეთ ცხოვრებას.

მამა სამსახურს ეძებდა, ვის არ სთხოვდა, მუშაობა დამაწყებინეთო, მაგრამ ამაოდ. მერე, როგორც იქნა,
რაღაც სამსახური იშოვა, ძალიან ცოტას უხდიდნენ, მაგრამ უარი მაინც არ უთქვამს, სულ არარაობას ესეც სჯობსო.

ახლაც ნათლად მახსოვს, მე და მამა მოულოდნელად ჩამოვედით სოფლიდან და სახლში უცხო კაცი დაგვხვდა. უცნობი სააბაზანოდან წელზე პირსახოცშემოხვეული გამოვიდა. იმ დღეს დიდი ჩხუბი და სკანდალი მოხდა. ვერაფრით მივხვდი, რა ხდებოდა, შეშინებული მაგიდის ქვეშ შევძვერი და იქიდან ვხედავდი, ჩემი მშობლები ჭურჭელს და ავეჯს რომ ამსხვრევდნენ. მერე ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მამა წავიდა. ძალიან მენატრებოდა, ის ხომ საუკეთესო მამა იყო, მაგრამ დედა საპირისპიროში მარწმუნებდა და ამბობდა, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო.
ერთხელ დედამ მითხრა, ზღვაზე მივდივართო. სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. სასწრაფოდ ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე (მოგვიანებით მივხვდი, რომ სულ ტყუილად მიხაროდა, ჩემს წაყვანას არავინ გეგმავდა), ტანსაცმლის ჩალაგებას რომ მოვრჩი, სათამაშოების წაღება მოვინდომე. დედამ, იქ ესენი არ დაგჭირდება, სხვაც ბევრი სათამაშო გექნებაო. ჯერ სადგურზე გავედით და ბილეთი ვიყიდეთ, მერე ცოტა გავისეირნეთ და სკვერში სკამზე დავსხედით.

ნაყინს მოგიტან, აქ დამელოდე, ფეხი არ მოიცვალო, მითხრა დედამ და წავიდა.
დიდხანს ველოდე. ჯერ მორჩილად ვიჯექი იქ, სადაც დედამ დამტოვა, მერე საქანელა დავინახე და გახარებული შემოვსკუპდი. კარგა ხანს ვქანაობდი, როცა მომბეზრდა, ჩამოვბობღდი, სკამზე მოვიკუნტე და ავტირდი, დედა ისევ არ ჩანდა და მივხვდი, რომ სულ მარტო დავრჩი.

კარგად ბნელოდა, როცა ვიღაცის ხელის შეხებამ გამომაღვიძა. სიბნელეში ჯერ პოლიციელის, შემდეგ კი მამაჩემის სახე გავარჩიე. ავღრიალდი და მამას ჩავეხუტე. "დედა სადაა",–- ვეკითხებოდი და თან ვეხვეოდი. დაბნეული და განერვიულებული ჩანდა. ხელში ამიყვანა, პატარა, მყუდრო ბინაში მიმიყვანა და ფუმფულა ლოგინში ჩამაწვინა. იქ უცხო ქალიც იყო, რომელმაც გულში ჩამიკრა. მეორე დღეს გავიგე, რომ ეს ქალი ჩემი დედინაცვალი იყო. მერე გავიგე ისიც, რომ დედამ მიმატოვა. მამას სახლთან ახლოს დამსვა და წავიდა, მამაჩემს გვიან ღამით დაუკავშირდა და ჩემი ადგილსამყოფელი უთხრა. საბრალო მაშინვე გამოვარდა და მომძებნა.

ნელი, ანუ მამაჩემის მეუღლე, თბილი და მზრუნველი ქალი აღმოჩნდა. ყველანაირად ცდილობდა, უდედობა არ მეგრძნო. დროთა განმავლობაში ძალიან შემიყვარდა და "დედასაც კი ვეძახდი. პატარა ძმა მყავდა, რომელიც ასევე ძალიან მიყვარდა. მოკლედ, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი, მოსიყვარულე ოჯახში ვიზრდებოდი. მყავდა დედა, მამა და ძმა.
მალე საცხოვრებლად დიდ სახლში გადავედით, სადაც ჩემი ოთახი მქონდა. სკოლის შემდეგ უმაღლესში ჩავაბარე, მისი წარჩინებით დამთავრების შემდეგ კი მუშაობა ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში დავიწყე. იმდენი მოვახერხე, რომ საკუთარი ბინის ფული მოვაგროვე. რა თქმა უნდა, მშობლებიც დამეხმარნენ და გადავბარგდი.

ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს სადარბაზოსთან თმაჭაღარა ქალი დამხვდა. ეტყობოდა, ვიღაცას უცდიდა. რომ მივუახლოვდი, დამაკვირდა და შვილოო, შესძახა. გავოგნდი, მერე ის ქალი მომეხვია და ატირდა. გაუნძრევლად ვიდექი, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, ან იყო კი დედაჩემი, მე ხომ მეხსიერებაში მისი სახე არც კი შემომრჩა.
- რისთვის მოხვედით? - როგორც იქნა, ამოვთქვი. გაჩუმდა, ალბათ, იმაზე დაფიქრდა, რა უნდა ეთქვა,–- არ მითხრათ, რომ მოგენატრეთ და ამიტომ მოხვედით, - სიბრაზისგან სახე წამომენთო. მერე უხეშად მოვიშორე და სადარბაზოსკენ გავემართე.

უკან არ გამომყოლია, მეც აღარ გამიხედავს. მეორე დღეს ეს ამბავი ჩემს მშობლებს ვუამბე, ველოდი, რომ რაღაც ცუდს მეტყოდნენ მასზე, მაგრამ დედამ, შენ უკვე დამოუკიდებელი ქალი ხარ და და როგორც უნდა მოიქცე, შენს აზრს გავიზიარებთო.

რამდენიმე დღეში მამამ დამირეკა და ჩემთან მოდიო, მთხოვა. როცა მივედი, ჩემდა გასაოცრად იქ ეგრეთ წოდებული დედაჩემი დამხვდა. როგორც კი დავინახე, გონებაში ამომიტივტივდა, პატარა გოგო სკვერში როგორ მიმატოვა მამა რომ არა, ალბათ, ბავშვთა სახლში გავიზრდებოდი. ისიც გამახსენდა, საშინელებებს რომ მეუბნებოდა მამაზე. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გავაწყვეტინე:"
- მე დედაც მყავს და მამაც, - ვუთხარი მკვახედ,"- შენ კიდევ, არ ვიცი, ვინ ხარ. ჩემთვის დედობა არასდროს გაგიწევია, მხოლოდ შენს კეთილდღეობაზე ფიქრობდი! გაფრთხილებ, არ ეცადო ჩემი ნახვა, თორემ მწარედ ინანებ!"

დედაჩემი ატირდა და წავიდა. ამ დროს ოთახში ჩემი გამზრდელი დედა შემოვიდა. მისკენ გავიწიე და გულში ჩავიკარი.
საღამოს ჩემს მშობლებსა და ძმასთან ვივახშმე, წამოსვლისას კი ვუთხარი, რომ ისინი ძალიან მიყვარს. ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვუფრთხილდებით. ვთვლი, რომ ოჯახი ცხოვრებაში ყველაზე მთავარია.
შვილის ღალატი კი მიმაჩნია, რომ უპატიებელი ცოდვაა.

მარიამ ბ. თბილისი"
მკითხველის კომენტარი (13)
ლელა
16 ივლისი 2018 21:04
ღირსეულად მოიქეცი, არ ინანო შენი საქციელი. შენ ოჯახი უკვე გყავს. რომ აპატიო რა ურთიერთობა უნდა გქონდეს ქალთან, რომელმაც პარკში უგულოდ მიგატოვა და წავიდა. ვინმემ კი არ დააშორა ქმარ-შვილს, თვითონ აირჩია ის გზა. ის უცხოა შენთვის. არც კი იცნობ, ან თვითონ გცნობს? მე ვგულისხმობ სულიერ სამყაროს. ყველა ადამიანს ოჯახი და ოჯახის წევრების თანადგომა სჭირდება ცხოვრების გზაზე. შენ ეს გაქვს მამის და დედინაცვლის წყალობით, მითუმეტეს ძმაც გყავს. ის ქალი კი რომელიც ეგრეთ წოდებული დედაა შენი, მხოლოდ წოდება აქვს, ხოლო მთავარი- აღზრდა მოგცა ნამდვილმა ოჯახმა. შენი პირველი რეაქციაც სწორია. ყველაფრის პატიება არ შეიძლება. ხალხმა უნდა ისწავლოს ერთი უბრალო რამ-პასუხი აგოს თავის საქციელზე.
ნინოს
16 ივლისი 2018 12:34
სკლვერში რომ არ დაეტოვებინა და მამასთან მიეყვანა მაინც იგივე დანაშაული იქნებოდა შვილის მიტოვება, რომ ნდომებოდა თან წაიყვანდა, აგერ ჩემი მეზობელი მასე მოიქცა სხვასთან წავიდა მაგრამ შველებიც თან წაიყვანა თანაც 2. და თუ იმ კაცს უყვარდფა შვილიანად მიიღებდა თუ არ მიიღებდა მაშინ რა ჯანდაბად გინდა მასეთი კაცი
TinaTini
16 ივლისი 2018 10:51
კი მაგრამ მამამ პირდაპირ გამზადებული ოჯახში როგორ მიიყვანა,ან ასე უცებ სად იპოვა ახალი ცოლი და შვილიც ყოლია,მგონი დედაც და მამაც დაშორებამდე პირადი ცხოვრების მოწყობით იყვნენ დაკავებული.
keti
16 ივლისი 2018 10:34
კალი დედა რაც არ უნდა უცჰირდეს უკმაკოპილო იკვეს მეუგლეზე ვიტკოდი ნორმალური დედა სჰვილს არასოდეს მიატოვებს იმატხოვრებს და ერტ ლუკმას მიაცვდის სჰვილს ვეტანხმები ცვენ გოგოს ასე ვიტკოდი მარტო გაცჰენა არაა მტავარი და გაგიარონ დედად დედა ისაა ვინც ბაბვსჰვს გაზრდის ცჰაიკრავს გულსჰი მისცემს დიდ სიკვარულს ტუნდაც უცხო იკვეს მისტვის დიდად დასაპასებელია ის კალი მამამისის მეორე ცოლი რომ ბავსჰვს გვერდსჰი ამოუდგა გაზარდა გზაზე დააკენა ტავისტავად ეგეტი დედები რომლებიც ტოვებენ სჰვილებს როცა ასაკსჰი სჰედიან და მოვლა ცჰირდებატ ან უცჰირტ გაუვალ მდგომარეობასჰი რომ არიან მერე ახსენდებატ რომ სჰვილები კავდატ ან კავტ და ტან ისაა კველაზე გამაგიზიანებელი რომ დაცჰაგრულადაც მოაკვტ ტავი კარგი გააკეტა ამ გოგომაც მასჰინ რატომ არ გაახსენდა სახლსჰი პირსახოცმოხვეული მამაკაცი რომ დაახვედრა მის სჰვილს და პარკსჰი დატოვა ეგეტ დედებს ვინც სჰადის საკციელს როგორც კი სჰეიმცჰნევიან საზოგადოებასჰი ავტომატურად უნდა ცჰამოერტვატ ხელისუპლებიდან დედობის საბუტი
lela
16 ივლისი 2018 09:47
ყოჩაღ,კარგად მოქცეულხარ, არც არასდროს შეურიგდე და მიიღო
16 ივლისი 2018 09:44
კარგად მოქცეულხარ ყოჩღ-არც არასდროს მიიღო
nino
16 ივლისი 2018 09:41
სკვერში რომ არ დაეტოვებინე და ისე მიეყვანე მამასთან და ჩაებარებინა შენი თავი, კიდევ შეიძლებოდა პატიება, ამ შემთხვევაში კი სწორად მოიქეცი, შენ გადაწყვეტილებას ვემხრობი.
ხმა მღაღადებლისა
16 ივლისი 2018 02:14
რაც უნდა ახალგაზრდა იყო, თუ შვილს გაწირავ,უკვე წამოზრდილს, მეხსიერება უკვე კარგად რომ აქვს ჩამოყალიბებული, არ უნდა ელოდო. რომ ხელგაშლილი მიგიღებს! ასეა, რასაც გაუშვებ კოსმოსში , ის გიბრუნდება, შვილებთან მიმართებაში კი ასმაგად! და თუ მშობლის ინსტიქტს ვიღაცისადმი ხორციელი ვნება გადაფარავს, ეს ინსტიქტიც არ არის, სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია. იმედია იმდენს იშოვის,ვინმეს დაიქირავებს, რომ მიხედონ, და ამ გოგოს აღარ შეეჩხირება თვალში, რადგან არავინაა მაგისი უფასო მოსამსახურე
ani
16 ივლისი 2018 00:37
ყოცჰაგ კარგად მოქცეულხარ.
ზურა
13 ივლისი 2018 23:01
თმაჭაღარა თუ იყო ალბათ ცხოვრება ვეღარ ააწყო და მოსავლელი გახდა, თორემ თმას მაინც შეიღებავდა, იფიქრა შვილს დავიბრუნებ და მისი სახით უფასო მომვლელი მეყოლებაო

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა