"სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხი თავ­ზე და­მენ­გ­რა..." - კვირის პალიტრა

"სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხი თავ­ზე და­მენ­გ­რა..."

ჩვენი რესპონდენტები, რომელთაც ვინაობის გამხელა არ სურთ, თავიანთი ცხოვრების შესახებ ამბებს მკითხველს უყვებიან.

"შვილების გამო საყვარელ ადამიანს ვტანჯავ..."

"მყავს მეუღლე და შვილები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ქმრის გვერდით ერთი დღეც არ ვყოფილვარ ბედნიერი. შეყვარებული ვერ ვამჩნევდი და თურმე, ლოთი ყოფილა. სვამს და მერე უმიზეზოდ მცემს, ასე იყო მაშინაც, როცა ფეხმძიმედ ვიყავი. თუმცა, ყველაფერს ვითმენდი იმის გამო, რომ მიყვარდა. თანაც, როცა გამოფხიზლდება, ბოდიშს მიხდის, მაგრამ ამას რა აზრი აქვს? სიყვარულით შექმნილი ოჯახი თავზე დამენგრა...

ერთ დღეს მივხვდი, რომ სხვა შემიყვარდა. მასაც ჰყავდა ცოლი და 2 შვილი. ჩუმ-ჩუმად ვხვდებოდით. სიყვარულს მეფიცებოდა. მეუბნებოდა, რომ მზად იყო, ჩემ გამო ოჯახი დაენგრია. მიყვარდა, მაგრამ გარისკვის შემეშინდა. შემეშინდა, რომ ამ ნაბიჯის გამო ქმართან ერთად, შვილებსაც დავკარგავდი. თუმცა, ღალატი მაინც გავბედე. დღემდე, ჩუმად ვხვდებით ერთმანეთს და ერთად გატარებული წუთები გვაბედნიერებს. თანაც, მასწავლა, რომ არავის, ქმარსაც კი არ უნდა დავემორჩილო. მასწავლა გზები, თუ როგორ მოვქცეულიყავი, რომ ქმარს ღვინისკენ გახედვაც აღარ მონდომებოდა. ერთხელაც, როცა ცუდად გახდა (გული აწუხებს), მის ექიმს მოველაპარაკე და შეაშინა. უთხრა, რაღაც ისეთი ნემსი გაგიკეთე, რომ 6 თვის განმავლობაში სასმელს ვერ გაეკარები, სუნამოც კი არ იპკურო, თორემ შეიძლება გაიგუდოო. გაგრძელება