"მხო­ლოდ ერ­თხელ შე­მიყ­ვარ­და, მაგ­რამ გათხო­ვე­ბა ვერც მა­შინ გავ­ბე­დე"
13-07-2018
"მხო­ლოდ ერ­თხელ შე­მიყ­ვარ­და, მაგ­რამ გათხო­ვე­ბა ვერც მა­შინ გავ­ბე­დე"
"გა­და­ი­რია ქვეყ­ნად ქა­ლიც და კა­ციც", - დარ­დობს ქალ­ბა­ტო­ნი ცი­სია. მას შვი­ლე­ბი არ ჰყავს. ნა­თე­სა­ვე­ბის იმე­დად მყო­ფი გა­ნიც­დის, რომ სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ აღა­რა­ვინ გა­იხ­სე­ნებს. - ახ­ლა, ცოცხა­ლი აღა­რა­ვის ვუნ­დი­ვარ და მკვდა­რი ვი­ღას ვეხ­სო­მე­ბი? - ამ­ბობს და­ნა­ნე­ბით და იმ წლებს იხ­სე­ნებს, რო­ცა ახალ­გაზ­რ­დას, სი­ცოცხ­ლით სავ­სეს უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი ჰყავ­და. მის მო­ნო­ლოგ-წე­რილს მცი­რე­ო­დე­ნი შეს­წო­რე­ბით გთა­ვა­ზობთ (სტი­ლი და­ცუ­ლი­ა):

"თბი­ლის­ში არ დავ­ბა­დე­ბულ­ვარ, მაგ­რამ აქ კი გა­ვა­ტა­რე ყმაწ­ვილ­ქა­ლო­ბა და სი­ბე­რე­შიც დე­და­ქა­ლაქ­ში მი­წევს ყოფ­ნა. თუმ­ცა, ძა­ლი­ან კი მე­ნატ­რე­ბა მი­წის
სი­ახ­ლო­ვე. ყო­ველ­თ­ვის ვამ­ბობ­დი, სი­ბე­რე­ში ჩემს სო­ფელ­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბი, ბოს­ტანს გა­ვა­შე­ნებ და ვი­ფუს­ფუ­სებ-მეთ­ქი, მაგ­რამ არც ისე ად­ვი­ლია, უკ­ვე გა­ქა­ლა­ქე­ბუ­ლი მოს­წყ­დე დე­და თბი­ლისს და სო­ფელ­ში წახ­ვი­დე, სა­დაც არც კი იცი, რა გე­ლის. თან, და­ვიწყე­ბა იცის ყვე­ლა საქ­მემ, თუ ცოდ­ნას დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში არ იყე­ნებ და არ ავი­თა­რებ. აღარც კი
მახ­სოვს, რო­გორ უვ­ლიდ­ნენ ჩე­მი მშოOბლები ბოს­ტანს, ცხო­ვე­ლებს ან ფრინ­ვე­ლებს. არა­და, ჩემს სახ­ლ­ში ოთხ­ფე­ხე­ბიც ბლო­მად ჰყავ­დათ და ფრთოს­ნე­ბიც. ნე­ტავ, პა­ტა­რა მი­წის ნაგ­ლე­ჯი მა­ინც მქონ­დეს კორ­პუს­თან ახ­ლოს, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვა­მუ­შა­ვებ­დი. ძა­ლი­ან ძნე­ლია მთე­ლი დღე ერთ ად­გი­ლას ჯდო­მა, ამი­ტომ დავ­დი­ვარ უსაქ­მუ­რად მთელ ქა­ლაქ­ში და სად­მე ნაც­ნობს თუ გა­და­ვეყ­რე­ბი, სი­ხა­რუ­ლის­გან ვცმუ­კავ, თუ არა და, უცხო­ებ­თან გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბას ვცდი­ლობ: ზოგს მოვ­წონ­ვარ და მე­ლა­პა­რა­კე­ბა, ზო­გი კი ცხვირს ამიბ­ზუ­ებს ხოლ­მე, - რა გინ­და, ვის დაჰ­კარ­გ­ვი­ხა­რო? არა­და, ამ დიდ ქა­ლაქ­ში ძნე­ლია უკ­ვე ნაც­ნო­ბის პოვ­ნა. ჩე­მი თა­ო­ბის ბევ­რი აღა­რა­ვინ შე­მორ­ჩა ქვე­ყა­ნას და ახ­ლებს კი­დევ, მე ვე­ღარ ვცნობ.

ძნე­ლია სი­ბე­რე. ახალ­გაზ­რ­დას მე­გო­ნა, არას­დ­როს დავ­ბერ­დე­ბო­დი. სულ სი­ცილ-სი­ცილ­ში გავ­ლიე წლე­ბი და ახ­ლა ვხვდე­ბი, წინ­და­უ­ხე­და­ვი ვყო­ფილ­ვარ. კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის გარ­და, კარ­გი პრო­ფე­სი­აც მქონ­და, პე­და­გო­გი გახ­ლ­დით. ფი­ლო­ლო­გი­ურ­ზე სწავ­ლი­სას, თა­ვი ისე გა­მო­ვი­ჩი­ნე, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე საკ­მა­ოდ პრეს­ტი­ჟულ სკო­ლა­ში გა­მა­ნა­წი­ლეს. მას მე­რე, ვიდ­რე სა­პენ­სიო ასაკს არ მი­ვაღ­წიე, ვმუ­შა­ობ­დი. რამ­დე­ნი­მე სკო­ლა მო­ვი­ა­რე, კერ­ძო­დაც ვამ­ზა­დებ­დი ბავ­შ­ვებს და ხალ­ხის­გა­ნაც პა­ტი­ვის­ცე­მას ვგრძნობ­დი. ალ­ბათ, ეს პა­ტი­ვის­ცე­მა "ა­მი­ვარ­და თავ­ში" და ბი­ჭებს ვი­წუ­ნებ­დი. ზო­გი კი მომ­წონ­და, მაგ­რამ სა­ჩე­მოდ მა­ინც არ მი­ვიჩ­ნევ­დი ან კა­რი­ე­რის დან­გ­რე­ვის მე­ში­ნო­და. ჰო­და, დავ­რ­ჩი უშ­ვილ­ძი­როდ. ახ­ლა ბი­ჭებს ქა­ლე­ბი თვა­ლებ­ში აფ­რინ­დე­ბი­ან, ად­რე კი ეს ცუდ ტო­ნად მი­იჩ­ნე­ო­და. ქა­ლე­ბი ვცდი­ლობ­დით, ზედ­მე­ტი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბაც კი არ გა­მოგ­ვე­ჩი­ნა. მა­შინ პა­ტი­ოს­ნე­ბა დი­დად ფა­სობ­და, ახ­ლა კი მას ჩა­ლის ფა­სი აქვს, სამ­წუ­ხა­როდ. ვგიჟ­დე­ბი, ისე­თე­ბი მეს­მის და ტე­ლე­ვი­ზორ­ში ისე­თებს ვუ­ყუ­რებ. ამ სა­უ­კუ­ნე­ში რომ დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, კაც­მა არ იცის, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბო­და ჩე­მი ბე­დი. ალ­ბათ, ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ­დი ვერც კა­რი­ე­რა­სა და ვერც სიყ­ვა­რულ­ში, ჩე­მი სი­მორ­ცხ­ვის გა­მო ყვე­ლას და­ცინ­ვის ობი­ექ­ტი ვიქ­ნე­ბო­დი.
წლე­ბის წინ სულ სხვა­ნა­ი­რი წარ­მოდ­გე­ნა გვქონ­და კა­ცებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და ყვე­ლა­ზე თა­მამ სიზ­მარ­შიც არ მი­ნა­ხავს ის, რა­საც ახ­ლა რე­ა­ლუ­რად ვხე­დავ პარ­კებ­ში, სკვე­რებ­ში. გუ­ლი მიმ­ძიმ­დე­ბა ხოლ­მე ამის ყუ­რე­ბი­სას. გა­ირ­ყ­ვ­ნა ახალ­გაზ­რ­დო­ბა და ეგაა. კოც­ნას არ სჯერ­დე­ბი­ან, ხალ­ხის თან­დას­წ­რე­ბით ლა­მის ტა­ნი­სა­მო­სი შე­მო­იგ­ლი­ჯონ და თან, ეს ბავ­შ­ვე­ბის თვალ­წინ ხდე­ბა, დღი­სით, მზი­სით. შვი­ლი ან შვი­ლიშ­ვი­ლი რომ მყავ­დეს და მას­თან ერ­თად სე­ირ­ნო­ბი­სას, მსგავს სცე­ნას გა­და­ვაწყ­დე, ალ­ბათ, ტვინ­ში სის­ხ­ლი ჩა­მექ­ცე­ვა... გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით