"ის სახელიც კი შემძულდა, რომელიც ჩემს რძალს ჰქვია" - კვირის პალიტრა

"ის სახელიც კი შემძულდა, რომელიც ჩემს რძალს ჰქვია"

"ის სახელიც კი შემძულდა, რომელიც ჩემს რძალს ჰქვია", - ამბობს მამაკაცი, რომელსაც თურმე რძალი აშანტაჟებს. ჩემი გასაჭირი ვინმესთვის რომ არ გამენდო, გული გამისკდებოდაო, - მითხრა. კაცი შუახანს გადაცილებულია, სიმპათიური, თურმე ქალების მეტისმეტად მოყვარულიც. სწორედ ეს თვისება ჰქცევია საბედისწეროდ.

რძალმა დედამთილის მეგობართან შეუსწრო. რძალი ჭკვიანი და, როგორც მამამთილი ამბობს, ვერაგი და გაუმაძღარი აღმოჩნდა. მამამთილს იმ დღის შემდეგ თავის ჭკუაზე ატარებს და მისი ფულით საკუთარი სურვილისამებრ იწყობს პირად ცხოვრებას.

შალვა: - თიკა ჩემთან მუშაობდა. იმ საბედისწერო დღეს, საღამოს, მეგონა, ყველა წასული იყო. თურმე თიკა გვიანობამდე შემორჩენილა. წასვლისას ჩემი მანქანა დაუნახავს. უფიქრია, მძღოლს ვთხოვ, წამიყვანსო. დაცვას უთქვამს, შალვამ მძღოლი გაუშვა, თვითონ კი კაბინეტშიაო. მეგონა, მისაღების კარი ჩავკეტე, თურმე ისიც და კაბინეტიც ღიად დამიტოვებია და თიკა თავზე წამოგვადგა.

ჩემი შვილის ცოლი რომ დავინახე, წამიერად გონება დამებინდა - ერთია, ფაქტზე რომ შეგისწრებს ოჯახის წევრი და მეორე, ვისთან შეგისწრებს - ჩემი ცოლის უახლოესი დაქალი იყო იმ ღამეს ჩემთან.

თიკა ჯერ გაშეშდა, მერე უცებ ადგილს მოსწყდა და კიბეზე დაეშვა. თან კიოდა, ოღონდ სიტყვებს ვერ ვარჩევდი. გული გამიჩერდა, წარმოვიდგინე, რას იფიქრებდა დაცვის თანამშრომელი. იმ ბიჭმა იცოდა, რომ ჩემი რძალი ჩემთან ამოვიდა და... ცოტა ხანში გავიგონე, როგორ ლანძღავდა სწორედ იმ დაცვის თანამშრომელს, - რატომ არ მითხარი, თუ ამ გარეწარ კაცს ზევით ქალი ჰყავდაო. Eეჰ, ნეტავ ის ბიჭი გამეფრთხილებინა თავის დროზე... მMისგან საიდუმლოს დაცვა ფაქტობრივად არაფერი დამიჯდებოდა, ჩემი რძალი კი მტარვალად მექცა...

- ალბათ შინ მისვლა მიგასწროთ. არ უთხრა თქვენს ცოლს ეს ამბავი?

- საბედნიეროდ, არა. არანაკლებ მეშინოდა, ირაკლისთვის არ ეთქვა. შვილთან ურთიერთობის გაფუჭება არ მინდოდა. თუმცა, ახლა ვფიქრობ, ნეტავ მაშინ მუხლებში არ ჩავვარდნოდი და რა ჯანდაბაც უნდოდა, ის ეთქვა. ამ საიდუმლოთი ირაკლისაც დავუნგრიე ცხოვრება. გაგრძელება