"ვნატრობდი, ნეტავ ბენზინი გადაესხა და ცოცხლად დავეწვი-მეთქი, ისეთი მძიმე დღეები გადავიტანე..."
"ვნატრობდი, ნეტავ ბენზინი გადაესხა და ცოცხლად დავეწვი-მეთქი, ისეთი მძიმე დღეები გადავიტანე..."
ინტერნეტგამოცემები აჭრელებულია უცხოეთში ძალადობის შედეგად დამახინჯებული ქალების ფოტოებით. ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოშიც შეიძლებოდა მენახა ქალი, ვისაც ეჭვიანობით დაავადებულმა ქმარმა არა მხოლოდ ღალატი დასწამა, არამედ სამუდამო დაღიც დაასვა.

ეკამ დამახინჯებულ სახეზე რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ როგორც მითხრა, ყელსა და ხელის მტევანზე სამუდამოდ დარჩა გაავებული ქმრის მიერ შესხმული მჟავას კვალი.

ეკა: - ჩემს ბედში არაერთი ქალია, თუმცა, იმედი მაქვს, ჩემსავით არავინ გაუმწარებია ქმარს. ისეთი მძიმე დღეები გადავიტანე, რომ ვნატრობდი, ნეტავ ბენზინი
გადაესხა და ცოცხლად დავეწვი-მეთქი. რომ არა ისრაელში წასული ერთი ძველი მეზობელი, ალბათ სამუდამოდ მახინჯი და ცალთვალა დავრჩებოდი. იმ ოჯახმა შვილივით მიპატრონა, ოდესღაც მამაჩემის გაკეთებული სიკეთე ათასმაგად დაგვიბრუნა. ფაქტობრივად, მეორედ დავიბადე. შინ დაბრუნებული შვილმაც
კი ვერ მიცნო...

- თქვენი მეუღლე ასე რამ გააცეცხლა.
- ფსიქოპათი იყო.
სამწუხაროდ, ამას თავიდან ვერ მივხვდი, არადა, შეყვარებულობისასაც ჩაიდინა სიგიჟე - უკითხავად მეგობრებთან ერთად წავედი კინოში და შეიშალა. მანქანა გააქროლა და როცა შიშით თავზარდაცემულმა ვიკივლე, იღრიალა, - ვერც უშენოდ ვიცოცხლებ და შენც არ გაცოცხლებ უჩემოდ, ამიტომ სჯობს ერთად დავიხოცოთო. ხრამში აპირებდა მანქანით გაფრენას. მაშინ ტრაილერს შევასკდით. ის მაგრად დაილეწა, მე ფეხი მომტყდა. სულელი გოგო ვიყავი. იმაზე კი არ დავფიქრდი, ამის ჩამდენ კაცს რა შეიძლებოდა გაეკეთებინა მომავალში. ღმერთს ვევედრებოდი, - როგორ ვუყვარვარ, გადამირჩინე და გვერდიდან აღარასოდეს მოვშორდები-მეთქი.

- დაქორწინებამდე კიდევ გამოავლინა ავი ზნე?
- არა. მეც თავს დავფარფარებდი - აბა, რა გაუხარდება, აბა, არ ინერვიულოს-მეთქი. დაქორწინების შემდეგ კი ნამდვილი ურჩხული გახდა. ერთხელ მკერავთან წამომყვა. კაბა რომ გავისინჯე, არ მოეწონა, ძალიან შემოტმასნილი გაქვსო და შემომახია. დავმუნჯდი... მკერავმა ფერი დაკარგა და ჩემი ქმარი ოთახიდან რომ გავარდა, მითხრა, - ფრთხილად იყავი, ეგ კაცი არ გაგახარებსო. შინ მისულმა ვკითხე, - რა საჭირო იყო ასეთი საქციელი, გეთქვა და ისე გადავაკეთებინებდი იმ კაბას, როგორც შენ მოგეწონებოდა-მეთქი. მე ჩადრი მომწონს და ჩაიცვამ ასეთსო? მე კი ჩავიცვამ, მაგრამ შენზე რას იტყვის ხალხი-მეთქი.

სწორედ ეს აკავებდა, ხალხის ფაქტორი, თორემ მაგასაც გამაკეთებინებდა. თვალსაც არ გამომაყოფინებდა იმ ჩადრიდან და საერთოდაც სამზეოზეც არ გამომაჩენდა ალბათ. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები