რატომ გარბიან მამაკაცები
ჯერ ჭიქა მიენარცხა კედელს, მერე კარის გაჯახუნება გაისმა და... გამწარებული ეკა ტელეფონს ეცა.
- მიმატოვა მაგ უნამუსომ, ჯერ უსაქმოდ ყოფნა, მერე მეგობრებთან გართობა, მერე ვიღაც ქალი... თითქოს ეს არ კმაროდა, ახლა სულ აიყარა ჩემზე გული და წავიდა, - მოთქვამდა. ყურმილს მიღმა მყოფი ამშვიდებდა, მაგრამ ეკას აღარაფერი ესმოდა.

ეკა გარეგნობითაც და ოჯახიშვილობითაც გამორჩეული იყო. როცა თაყვანისმცემლებში გიო აირჩია, ბიჭებმა გიოს უთხრეს, - ბედი გქონიაო...
გავიდა შვიდი წელი. მათ შორის პირველი ბზარი
მაშინ გაჩნდა, როცა გიო ბანკიდან გამოუშვეს.

კაცმა ინგასთან გადაინაცვლა... მართალია, კარგა ხანს ფეხს ითრევდა, არ უნდოდა ოჯახის დანგრევა, მაგრამ ბოლო წვეთი აღმოჩნდა იმდღევანდელი ჩხუბი, ჭიქა კედელს მიანარცხა და დაიფიცა, რომ ეკასკენ აღარ გაიხედავდა. ბიჭო, რა მოხდა ამისთანაო?”- უკვირდა თემოს, რომელსაც კარგად ახსოვდა გიოს ეკასადმი "გარდარეული"
სიყვარული.

KvirisPalitra.Geანჩხლია, პრეტენზიული, არაქალური და ჭირვეულიო, - ასე დაუხასიათა ერთ დროს საყვარელი ქალი. მას უკვე გაყრაზე განცხადება ჰქონდა შეტანილი სასამართლოში.

საინტერესოა, რატომ გარბიან კაცები ისეთი ქალისგან, როგორიცაა ეკა და რატომ მიდიან ისეთთან, როგორიცაა ინგა?
ამის ახსნას ბევრი ფილოსოფია არ სჭირდება. გიო უსამსახუროდ რომ დარჩა, ეკამ საყვედურებს უმატა: ვეღარსად მივდივართ, ჩვენთვის აღარც კაფეა, აღარც კურორტი, ბავშვი ზაფხულობით სულ სოფელშია, როდემდე ვიყოთ ასე? რაღაც მოიფიქრე... ხომ ხედავ, ზაზა რა მარჯვე გამოდგა... შენი ძმაკაცი არ არის? მიჰბაძე მასო... გიო დუმდა.

რჩევა პირველი: კაცებს არ უყვართ, როცა ცოლები საყვედურებით ავსებენ და სხვებს, წარმატებულებსა და ალღოიანებს, მაგალითად უყენებენ.
გიოს გამუდმებულმა დუმილმა და უფულობამ ეკა გააანჩხლა და სულ პატარა რამ ჰყოფნიდა ასაფეთქებლად. აღიზიანებდა გიოს ვარცხნილობაც, ჩაცმულობაც და კროსვორდებში კირკიტიც. გონებას ვივარჯიშებო, - ეს იყო გიოს პასუხი, როცა ეკა სთხოვდა, ცოტა ხნით მოსცილდი მაგ "მნიშვნელოვან" საქმესო.

რჩევა მეორე: კაცებს არ უყვართ, როცა ქალები დეპრესიის ან მძიმე პერიოდის დროს ვერ უგებენ, ისინი ბავშვივით სულ ყურადღებას ითხოვენ.
ეკა ლამაზი ქალი იყო, უსახსრობის გამო თავი დაანება გარეგნობაზე ზრუნვას და ერთ მშვენიერ დღეს, როცა მუდმივად ცხვირჩამოშვებულ ქმარს ინგლისურის მასწავლებლის გასამრჯელო შეახსენა, გიომ იფეთქა: - შემეშვი რა, სულ რომ ფულს მთხოვ, ჩაიხედე სარკეში, რას ჰგავხარო.

რჩევა მესამე: მიუხედავად იმისა, რომ ქმარი აღარ გაფინანსებთ, მაინც უნდა იქონიოთ ფული იმისათვის, რომ თვეში ერთხელ სილამაზის სალონში შეხვიდეთ და რაღაც ახალიც იყიდოთ. ქმარს კოხტა ცოლი იზიდავს.

ეკას გული გაუტყდა და სადილების კეთებასაც უკლო. ერთხელ, როცა გიომ საჭმელი მოიკითხა, მიახალა, - რა მომიტანე, რომ მთხოვო. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ გიოს გარე-გარე სიარული დაეწყო.

გაჭირვებამ ერთმანეთის ნდომა-სურვილიც გაუქროთ. მე მისი საწოლის ქალი არ ვიქნები. თუ ქმარია, გვერდში დამიდგეს, - ამბობდა ეკა...

გიომ მეგობართან გაიცნო ინგა. იგი მასზე 14 წლით უფროსი იყო, მაგრამ მერე რა მოხდა? გარეგნობითაც მშვენიერია და თან ძალიან გაგებული ჩანს, ეკასნაირი ანჩხლი სულაც არ არის, გიოს არაფერს საყვედურობს, არც სთხოვს რაიმეს, დიდსულოვანია, ანუ ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ქალი, კაცების უმრავლესობას რომ მოსწონს - სექსუალური, მარტოხელა, უპრეტენზიო და კეთილი.

რჩევა მეოთხე: კაცებს უარი არ უნდა უთხრათ მამაკაცურ მოთხოვნილებებზე, თორემ ადვილად ჩაგენაცვლებიან "დიდსულოვანი" ქალბატონები.
მოკლედ, სიავე, მოთხოვნილებები და პრეტენზიები კაცს თანდათან თრგუნავს. მას იმის გაცნობიერებაც უმძიმს, რომ ცოლს ვერ აბედნიერებს, წვრილმანებიც აღიზიანებს და ჯავრს  იყრის - ხანგრძლივი დუმილის მერე ისიც იღრინება ან ყვირის.

მუდმივი უკმაყოფილება, ჩხუბი და პრეტენზიები ნამდვილად ვერ ალამაზებს მამაკაცის ყოფას. ამიტომ ეკას არ უნდა გაჰკვირვებოდა გიოს შინიდან წასვლა. მან ხომ ქმარს ბოლო ჩხუბის დროს ჩვარი და უსაქმური უძახა.

ეკამ ადვილად ვერ მოინელა გიოსთან განქორწინება. ყველასთან ამცირებს: ნამუსგარეცხილი ყოფილა, მე კი კაცი მეგონაო. მისი ქმრის საქციელს კარგს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ გვინდა ყველას გასაგონად ვთქვათ: განა, თავად არ ვძერწავთ ჩვენი საყვარელი ადამიანებისგან უვარგისებს?
lana
23 აგვისტო 2011 15:18
ის "დიდსულოვანი" ინგაც გამოუსტუმრებს მალე მასეთ კაცს და მერე ავსოს კროსვორდები ქუჩაში, და მამაკაცისთვის რჩევები სად არის? ყველაზე კარგი რჩევა მამაკაცისთვის: "კარგ კაცს ცოლი არ ........!!"
ninuca
29 აგვისტო 2010 19:10
ისედაც დიდი ხანი გააჩერა თავისთან,ეგეთი კაცი დროზე უნდა მოიშორო.რითაა ქალზე მეტი რომ სახლში ზის და კროსვორდებს ავსებს....მარინას ვეთანხმები
marina
25 აგვისტო 2010 23:21
ქალმატონო მარინა ეს რა რჩევებია არ მესმის? ესე იგი ქალი მონად უნდა იქცეს? ქართველი კაცები კი მიეჩვივნენ ისედაც, რომ ქალებმა არჩინონ. ფიზიკური მუშაობა არავის უნდა, ყველას დიდკაცობა ესიზმრება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეკას არ ვამტყუნებ. არც მეცოდება, პირიქით უკეთესიც არის უქნარა და უმადური ქმარი თუ მოიშორა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები