"14 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემის ნათესავმა გამაუპატიურა... მამამ კი ბავშვი გამიშვილა" - კვირის პალიტრა

"14 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემის ნათესავმა გამაუპატიურა... მამამ კი ბავშვი გამიშვილა"

რამდენიმე წლის წინ 14 წლის გოგონა საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა - ეს საზარელი შემთხვევა საქართველოში მოხდა. გოგონა, რომელიც ვინაობას არ ამხელს, საკუთარ ისტორიას ერთხელ "პროფილში"მოჰყვა. როგორც ირკვევა ყველაფერი იმ დროს დაიწყო, როდესაც 3 წლის ასაკში ის და მისი ძმა დედამ მიატოვა. ამის შემდეგ ისინი პანსიონატში ცხოვრობდნენ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მის სანახავად დედამისის ძმა მივიდა და გადაწყვიტა გოგონაც და მისი ძმაც ნათესავებისთვის გაეცნო.

"წაგვიყვანა დედაჩემის ბიძაშვილთან. გადავწყვიტეთ, რიყეზე აკონცერტზე წავსულიყავით. არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ ამ დღის შემდეგ დედაჩემის ბიძაშვილი ხშირად მაკითხავდა, თუმცა მაფრთხილებდა, რომ ამის შესახებ არავისთვის არ მეთქვა. ეს დაახლოებით 2 თვე გრძელდებოდა. 14 წლის ვიყავი როდესაც ჩემზე იძალადა, გამაუპატიურა. ამ შემთხვევის შემდეგ დავორსულდი. ეს ყველაფერი მამაჩემმა გაიგო. გადაწყვიტა, ჩემი შვილი გაეშვილებინა. მე ამის წინააღმდეგ ვიყავი, თუმცა მამაჩემმა ეს მაინც გააკეთა. როდესაც ბავშვი გავაჩინე, მამამ ის ვიღაც ქალს გადასცა. დღემდე არ ვიცი ეს რატომ გამიკეთა. ჩემი შვილი ეხლა უკვე 10 წლის უნდა იყოს", - ამბობს გოგონა.

მისი ინფორმაციით, მძიმე ცხოვრება ამ ისტორიით არ დასრულებულა. როგორც გოგონა ჰყვება, გარკვეული პერიოდის შემდეგ გათხოვდა, ორი შვილი შეეძინა, თუმცა ბავშვების ნახვის უფლებას მას მეუღლე არ აძლევს. გაგრძელება