"ვერ ვიტყვი, ცოლისთვის არასოდეს მიღალატია-მეთქი, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ვერ ვიტყვი, ცოლისთვის არასოდეს მიღალატია-მეთქი, მაგრამ..."

უკვე 8 წელია, რაც ცოლი მოვიყვანე. ვერ გეტყვით, ცოლისთვის არასოდეს მიღალატია-მეთქი, ყოველთვის დავძვრებოდი ქალებში, მაგრამ ამ ორი წლის წინ ერთი ქალი უზომოდ შემიყვარდა. მე თვითონ არ ვიცი, რა დამემართა...

სულ მასთან მინდოდა ყოფნა, გამუდმებით მასზე ვფიქრობდი და ოჯახში მხოლოდ ღამის გასათევად მივდიოდი. მისი სიყვარულით იმდენად ვიყავი მოჯადოებული, რომ შინაც ვერ ვიკავებდი თავს და მასზე ვსაუბრობდი. ამ ქალს ბელა ერქვა. ავდექი

და ოჯახში გამოვაცხადე - ერთი კაცი გავიცანი, ძალზე კარგი პიროვნებაა და დავუძმაკაცდი, თანაც ცოლს გაშორებულია და ორ შვილს მარტო ზრდის-მეთქი. ჰოდა, ამ ჩემს ბელას დავარქვი გელა და ოჯახში გამუდმებით მასზე ვლაპარაკობდი. ერთხელ ცოლმა ფული მთხოვა. - რამდენი გჭირდება-მეთქი? - ასი ლარიო... გადავირიე და ხმამაღლა წამოვაყრანტალე - შენ რომ ასი ლარი მოგცე, გელას რაღა მივცე-მეთქი? -

ცოლი გაოცებული მიყურებდა. ბოლოს, მხრები აიჩეჩა... გაგრძელება