"რძალ­მა უზ­რ­დე­ლო­ბით მოგ­ვა­ბეზ­რა თა­ვი..."
26-09-2018
"რძალ­მა უზ­რ­დე­ლო­ბით მოგ­ვა­ბეზ­რა თა­ვი..."
რო­დის არის ზრდი­ლო­ბა და თა­ვა­ზი­ა­ნო­ბა მოჩ­ვე­ნე­ბი­თი? რო­გო­რე­ბი არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ, სა­ხე­ზე ნი­ღა­ბი აიფა­რონ და ისე იმოქ­მე­დონ, თით­ქოს ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ა­ნე­ბი, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი არი­ან და სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ნიღ­ბონ თა­ვი­ან­თი ხა­სი­ა­თის მან­კი­ე­რი მხა­რე­ე­ბი?

ნა­ი­ლი, 69 წლის:
- ისეთ ადა­მი­ან­ზე მინ­და გი­ამ­ბოთ, რო­მე­ლიც თა­ვი­სი თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მე­გო­ნა, მას­ზე ზრდი­ლი გო­გო მთელ დუ­ნი­ა­ზე არ და­დი­ო­და, მაგ­რამ მწა­რედ მოვ­ტყუვ­დი. ნა­თია ჩე­მი შვი­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლი იყო. მახ­სოვს, კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი დე­და­მისს ყო­ველ­თ­ვის მად­ლო­ბას ეუბ­ნე­ბო­და კარ­გი შვი­ლის აღ­ზ­რ­დი­სათ­ვის. ყვე­ლა
იმა­ზე ლა­პა­რა­კობ­და, თუ რო­გო­რი მო­წი­წე­ბით ესა­უბ­რე­ბო­და ნა­თია უფ­რო­სებს. მი­სი ქცე­ვა აღ­ტა­ცე­ბას იწ­ვევ­და. რო­ცა ჩემ­მა ვაჟ­მა გა­მოგ­ვიცხა­და - შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, ნა­თია ცო­ლად უნ­და შე­ვირ­თოო, - სი­ხა­რუ­ლის­გან ცას ვე­წიე. ჩემს ოჯახ­ში კარ­გად აღ­ზ­რ­დი­ლი გო­გო­ნა თა­ვის ბუ­დეს მო­იწყობ­და, მე და ჩემს ქმარს ბედ­ნი­ე­რი სი­ბე­რე გვექ­ნე­ბო­და - მე­ტი რა
უნ­და გვე­ნატ­რა?! ქორ­წი­ლი გა­და­ვი­ხა­დეთ და რძა­ლი ოჯახ­ში ზარ-ზე­ი­მით შე­მო­ვიყ­ვა­ნეთ. თურ­მე, მი­სი სი­მორ­ცხ­ვით დახ­რი­ლი თვა­ლე­ბის მიღ­მა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ენა­ჭარ­ტა­ლა ქა­ლი იმა­ლე­ბო­და, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე უტი­ფა­რი და თავ­ხე­დი იყო.

- პირ­ვე­ლად რო­დის აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, რომ ნა­თია სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, სუ­ლაც არ იყო ისე­თი ზრდი­ლი, რო­გო­რიც გა­რეგ­ნუ­ლად ჩან­და?
- ამის შემ­ჩ­ნე­ვა ძნე­ლი არ იყო, რად­გან ოჯახ­ში თა­ვი­სი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის და­ფარ­ვას სუ­ლაც არ ცდი­ლობ­და, პი­რი­ქით - შე­ეძ­ლო, სა­ღა­მუ­რით ევ­ლო მთელ სახ­ლ­ში, უბო­დი­შოდ შე­სუ­ლი­ყო მა­მამ­თი­ლის სა­ძი­ნე­ბელ­ში, რო­მე­ლი­მე წიგ­ნის ასა­ღე­ბად: ჩე­მი მე­უღ­ლე ბევრს კითხუ­ლობ­და, ამი­ტომ წიგ­ნე­ბის კა­რა­და მის სა­ძი­ნე­ბელ­ში იდ­გა. ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ის გახ­ლ­დათ, რომ რო­ცა ვინ­მე გვეს­ტუმ­რე­ბო­და, ნა­თია ისევ თა­ვა­ზი­ა­ნი და მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი ხდე­ბო­და. ასე­თი ქცე­ვით ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რულს იმ­სა­ხუ­რებ­და. ამი­ტო­მაც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - რა ბედ­ნე­რი ხარ, ასე­თი რძა­ლი რომ გყავ­სო. ხში­რად მი­კითხავს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის: რო­გორ შე­უძ­ლია 20 წლის გო­გოს ასე­თი უცა­ბე­დი გარ­და­სახ­ვა და მუ­დამ თა­მა­ში-მეთ­ქი?!.

ერ­თხელ, ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა მითხ­რა: იქ­ნებ მი­ზე­ზი ის არის, რომ პა­ტივს არ გცემთ და თა­ვი­სი ცუ­დი ქცე­ვით გაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებთ - მეტს არ იმ­სა­ხუ­რებ­თო?.. ბევ­რი ვი­ფიქ­რე და გა­დავ­წყ­ვი­ტე, მის­თ­ვის ნი­ღა­ბი ჩა­მო­მეგ­ლი­ჯა. არ შე­მეძ­ლო, მშვი­დად მე­ყუ­რე­ბი­ნა, თუ რა ირო­ნი­უ­ლი სა­ხით მი­ყუ­რებ­და, რო­ცა მარ­ტო­ნი ვი­ყა­ვით. ხო­ლო თუ ვინ­მე გვეს­ტუმ­რე­ბო­და, მა­შინ­ვე "დე­დას" და­მი­ძა­ხებ­და და თქვე­ნო­ბით მომ­მარ­თავ­და...
ერთ დღეს, ჩემ­მა მე­უღ­ლემ ცუ­დად იგ­რ­ძ­ნო თა­ვი; ძა­ლი­ან ავ­ღელ­დი, რო­ცა თქვა: მგო­ნი, სა­წო­ლი­დან ად­გო­მა არ შე­მიძ­ლიაო. ისე­თი ჯან­მ­რ­თე­ლი იყო, მუ­ხას მოგ­ლეჯ­და, ცხოვ­რე­ბა­ში ფრჩხი­ლიც არ წა­მოს­ტ­კი­ვე­ბია. ნა­თი­ას ვთხო­ვე, უბ­ნის ექი­მი გა­მო­ე­ძა­ხე­ბი­ნა. გულ­წ­რ­ფე­ლად აღელ­და, შე­წუხ­და და რად­გან ექიმს ტე­ლე­ფო­ნით ვერ და­უ­კავ­შირ­და, მის მო­საყ­ვა­ნად წა­ვი­და. რო­გორც კი კა­რი გა­ი­ხუ­რა, ჩემ­მა ქმარ­მა მითხ­რა: ნე­ტავ, იცო­დე, რა მოხ­და - მიკ­ვირს, გულ­მა რომ არ და­მარ­ტყაო, - შემ­დეგ კი ასე­თი რამ მი­ამ­ბო: ღა­მით წყა­ლი მონ­დო­მე­ბია და თა­ვი­სი ოთა­ხი­დან გა­მო­სუ­ლა; სამ­ზა­რე­უ­ლოს რო­გორც კი მი­უ­ახ­ლოვ­და, სა­უბ­რის ხმა შე­მო­ეს­მა: ნა­თია ჩვენს ვაჟს ეუბ­ნე­ბო­და - შე­ნი მშობ­ლე­ბი სი­ცოცხ­ლეს მიმ­წა­რე­ბენ და ან მარ­ტო ვიცხოვ­რებთ, ან გა­გეყ­რე­ბიო... გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?