"ჩემი ქმარი გაქნილი მატყუარა გამოდგა" - კვირის პალიტრა

"ჩემი ქმარი გაქნილი მატყუარა გამოდგა"

ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ... ლელა და ნიკა ერთმანეთს დაშორდნენ. ლელა შვილებიანად ცალკე საცხოვრებლად წავიდა, ქმარს მოსთხოვა, ბინა დაგვიგირავეო. უსიტყვოდ შეუსრულა პირობა. ახლა ნიკას ყოველდღე მიჰყავს გოგონა სკოლაში, ვაჟი - ბაღში, საღამოს - შინ ბავშვებთან ერთად ბრუნდება და ლელას სამსახურიდან დაბრუნებას ელოდება. შემდეგ კი მიდის სახლში, სადაც ოდესღაც ყველანი ერთად ცხოვრობდნენ.

ლელა: - მეგობრებმა რამდენჯერმე მომიტანეს ამბავი, ნიკა ვიღაც გოგოსთან ვნახეთო. ჯერ ყურადღება არ მივაქციე, მერე გავცხარდი, - მე რომ მეუბნებით, მას რატომ არ ჰკითხეთ, რას აკეთებდა უცხო ქალთან-მეთქი. ერთი ხანობა მიჩუმდნენ. მე ვაკვირდებოდი ქმარს, რომელიც ეჭვიანობის იოტისოდენა საბაბსაც არ მაძლევდა. ერთ დღესაც მეგობარმა დამირეკა, - შენი ნიკა კვლავ იმ გოგოსთან ერთად არის კაფეში, თუ გინდა, მოდიო. იმ წუთში შემძულდა ის ჩემი მეგობარი, მაგრამ მაინც ჩავკიდე ხელი ბავშვებს და ქმარს კაფეში თავს დავადექი. ნიკას კი გაუკვირდა ჩვენი დანახვა, მაგრამ ისეთი ბედნიერი წამოიჭრა ფეხზე, მომხვია ხელი და იმ გოგოს უთხრა, - ჩემი მშვენიერი ცოლი უნდა გაგაცნოო, რომ ხმა ვეღარ ამოვიღე. იმ გოგომაც უხერხული ღიმილით ჩამომართვა ხელი. ეტყობოდა, ორსულად იყო. ნიკამ რიხით მითხრა, - ჩემი ბავშვობის მეგობრის ცოლია, შენ არ იცნობ... რეზი დიდი ხანია ციხეშია, რაღაც პრობლემა ჰქონდათ და მთხოვა, დავხმარებოდიო... მერე ის გოგო უცებ წამოდგა - დაგტოვებთო. ნიკამ - მანქანამდე მიგაცილებთო და გაჰყვა. როცა შემობრუნდა, მაშინ მკითხა, აქ როგორ მოხვდიო და სანამ ვუპასუხებდი, დააყოლა, - შენი მეგობრები დავინახე, მინდოდა მივსალმებოდი, მაგრამ მომეჩვენა, რომ თვალი ამარიდესო. გაგრძელება