"ჩემნაირი ქალი არც დედობის ღირსია და არც ცოლობის..."
"ჩემნაირი ქალი არც დედობის ღირსია და არც ცოლობის..."
ყველაფერი უწყინარი თამაშით დაიწყო. რეპეტიტორთან მყოფ შვილს დერეფანში ელოდებოდა და დროის გასაყვანად სოციალურ ქსელში იქექებოდა... სწორედ იქ ითამაშა რაღაც თამაში, ქულები დააგროვა და რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ ახალ ლეველზე გადასასვლელად სიმბოლურად 1 ლარის ჩარიცხვამ მოუწია. იმ თანხით 17 ლარი მოიგო და ასე დაიწყო ტრაგედიაც...
ახლა სამი შვილი ქმრის ოჯახში დატოვა და 10.000 დოლარზე მეტი ვალით დის სახლს შეაფარა თავი.

ამბავი, რომელსაც გიამბობთ, საქარ­თ­ველოს ერთ-ერთ დიდ ქალაქში ხდება. ემოციური აშლილობის მსხვერპლი, რომ­ელიც
თამაშდამოკიდებულებას ახლავს, მხოლოდ თავად კი არა, დედამისიც გახდა, რომელმაც ვალების გამო ბინა ბანკში ჩადო და ახლა ოჯახს გამოსახლება ემუქრება. ამის გამო მამამ
ინსულტი მიიღო­ და დღემდე უგონოდაა...

ანა, 32 წლის: - სამი გოგონა მყავს და 6 თვეზე მეტია, არ მინახავს. ჩემი შვილების გარეშე განვლილ ყოველ
დღეს ვითვლიდი, შემდეგ კი დინებას მივყევი... ახლა ერთ რამეს ვნანობ, რატომ არ გავუმხილე მეუღლეს გასაჭირი. შემეშინდა, დავუმალე და მერე უკვე გვიან იყო...

თავდაპირველად, კვირაში 5 ლარს ვთხოვდი, მობილური ოპერატორები რაღაცას ურევენ, ასე სწრაფად ფული როგორ მეჭრება-მეთქი>? შემდეგ - კვირაში ორჯერ, სამჯერ... მეუღლეს პატარა სურსათის მაღაზია აქვს და მის გამყიდველ გოგონას ვართმევდი ფულს, თან ხუმრობით ვაფრთხილებდი, ჩემს ქმარს არ უთხრა, მე თვითონ დაგიბრუნებ, ბოლო დროს გაწუწურაქდა, სამი შვილი რომ ჰყავს, არ ახსოვს-­მეთქი. თავიდან ისიც ქალურ სოლიდარობას მიცხადებდა, მაგრამ როცა რამდენჯერმე მივადექი, კიდევ მომეცი ფული და ყველაფერს ერთად დაგიბრუნებ-მეთქი, შეყოყმანდა, მაგრამ უარი მაინც ვერ მითხრა. შემეშინდა, ქმარს არაფერი უთხრას-მეთქი, დაქალს გამოვართვი საჭირო თანხა და გამყიდველ გოგონას ვალი დავუბრუნე.

დაქალი მოვატყუე, თავი ხშირად მტკივა, რაღაც ცუდი სიმპტომები მაქვს და ტომოგრაფიისთვის 400 ლარი მჭირდება-მეთქი. მას ძალიან ვუყვარდი და შეშფოთდა, ამდენი ფული არა მაქვს, მაგრამ ოქროს სამკაულებს დავალომბარდ­ებო... თავიდან სინდისი მქენჯნიდა, შემდეგ თამაშის სიყვარულმა ყველაფერი დამავიწყა. ვატყუებდი მამამთილს, შენი პენსია საფულესთან ერთად ჩანთიდან ამომაცალეს-მეთქი; დედამთილს - წამალი გაუძვირებიათ და თანხის დამატება მჭირდება-მეთქი... ოჯ­ახში სიტუაცია დაიძაბა და ქმარი ისე მეჩხუბა, დედასთან წავედი, მაგრამ ბავშვები ტიროდნენ, დედას ითხოვდნენ და მალევე შემირიგდა.

ონლაინთამაშებში ერთი ბიჭი გავიცანი, ისიც მოთამაშე. მეფლირტავებოდა. მას ჩემზე მეტად ჰქონდა შეტოპილი, მაგრამ ამას ვერ ვამჩნევდი, დილა-საღამოს ვმესიჯობდით... ერთხელაც ვუთხარი, აღარ მომწერო-მეთქი, ის კი მუქარაზე გადავიდა, თანხას თუ არ ჩამირიცხავ, ჩვენს მიმოწერას შენს ქმარს სოციალური ქსელის გვერდზე საჯაროდ გამოვუქვეყნებო. 1.000 ლარი ვისესხე და მივეცი. შემდეგ შემეშვა, ეტყობა, სხვა იპოვა, უფრო ფულიანი, მე კი მისგან მიღებული "განათლება" სხვასთან გამოვიყენე - ცოლიან კაცებს ვწერდი და შემდეგ ვაშანტაჟებდი... გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები